სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„საბა Izrune.ge-სთან ერთად იზრდება და ვითარდება“ - გაიცანით მოსწავლე, რომელმაც იანვრის შემაჯამებელი ტესტი პირველმა, თანაც 100 ქულით გაიარა
28-01-2019
-
+


Izrune.ge-ს მრავალრიცხოვან და წარმატებულ ოჯახის წევრებს შორის, თბილისის N59 საჯარო სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლე საბა ანთიძე პირველი იყო, ვინც იანვრის შემაჯამებელი ტესტი გაიარა. 

თანაც,  უბრალოდ კი არ დაასწრო ყველას, მან „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“ 100 ქულა და ოქროს დიპლომი მოიპოვა.  

საბა დიდი ხანია, რაც ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის აქტიური წევრია და ის სავარჯიშო თუ შემაჯამებელი ტესტების გავლას ყოველთვის მოუთმენლად ელის. 

საბა ანთიძე, მოსწავლე: 

„მომწონს Izrune.ge- ს საინტერესო კითხვები და სახალისო დიპლომები. ისიც მომწონს, საკუთარ შესაძლებლობებსა და წარმატებებს რომ ვუზიარებ ოჯახს. Izrune.ge- ს ტესტებს ჩემი კლასელებიც გადიან და ერთმანეთს სწავლაში ხშირად ვეჯიბრებით.“

სოფიო არსენიძე, მშობელი:

„საბა Izrune.ge-სთან ერთად იზრდება და ვითარდება. მოუთმენლად ელის ხოლმე სავარჯიშო და შემაჯამებელი ტესტების გავლას, შემდეგ კი, აანალიზებს კითხვებს და დამატებით პასუხებს იძიებს, რაც ცოდნის გაღრმავებაში ეხმარება. მიხარია, რომ Izrune.ge მას სწავლის მოტივაციას უზრდის და შედეგებიც ყოველთვიურად უმჯობესდება. ტესტების გავლის შემეცნებით და სახალისო პროცესში მთელი ოჯახი აქტიურად ვერთვებით და მეტი წარმატების მოლოდინი გვაქვს.“


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

EMIS-ის მომსახურებები ფასიანი ხდება – მინისტრის ბრძანება ძალაშია

ორშაბათს სწავლა არ იქნება - საქართველოს საჯარო სკოლები და ბაღები ისვენებენ

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება