სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

წითელაზე აუცრელობის შემთხვევაში მოსწავლეებს, პედაგოგებს და სტუდენტებს შესაძლოა სტატუსი შეუჩერდეთ
24-01-2019
-
+


საგანმანათლებლო დაწესებულებებში წითელას საწინააღმდეგო აცრის შესახებ დოკუმენტაციის წარდგენა სავალდებულო ხდება.

როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების სამმართველოს უფროსმა, ეკატერინე ადამიამ ჟურნალისტებს განუცხადა, იმ შემთხვევაში, თუ საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ აცრის სტატუსის მოთხოვნის შემთხვევაში აღმოჩნდება, რომ კონკრეტულ პირებს წითელას ვაქცინა ჩატარებული არ აქვთ, შესაძლოა, მათთვის სტატუსის შეჩერების საკითხი დადგეს. აღნიშნული საკითხი განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროების მიერ დაგეგმილ შეხვედრაზე უნდა გადაწყდეს.

მისივე თქმით, წითელას პრევენციული ღონისძიებების შესახებ მთავრობის მიერ გამოცემულიგანკარგულება მკაცრ ღონისძიებებს ითვალისწინებს - იმ შემთხვევაში, თუ აცრის შესახებ დოკუმენტაცია სრულად არ იქნება წარმოდგენილი საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სავალდებულოა, გარკვეული სანქციების შემოღებაც.

„21 იანვრის მონაცემებით, საქართველოში დაფიქსირებულია წითელათი დაავადების 430 შემთხვევა. განსაკუთრებით მაღალია ეს მაჩვენებელი 20-40 წლის ასაკობრივ ჯგუფში. წითელა არის ძალიან ადვილად გადამდები დაავადება, შესაბამისად, ის სწრაფი გავრცელებით ხასიათდება. 

მისი მასობრივად გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მთავრობამ გამოსცა წითელას პრევენციული ღონისძიებების შესახებ განკარგულება. ამ განკარგულების მიხედვით, საქართველოს მთავრობის სხვადასხვა სტრუქტურას აქვს სხვადასხვა ვალდებულება და პასუხისმგებლობა, რომ არაიმუნურ პირებში ვაქცინაცია მასობრივად ჩატარდეს. 

ეს განსაკუთრებით ეხება 1-დან 19 წლამდე ასაკის არასრულად ვაქცინირებულ პირებს. 19 წლის ზემოთ 40 წლამდე მოსახლეობა, რომელიც არამყარი იმუნიტეტით გამოირჩევა, ვალდებული იქნება ჩაიტაროს ვაქცინაცია. 

განათლების სამინისტროსთან ერთად დაგეგმილია დამატებითი შეხვედრა, რომელზეც განსახორციელებელ ნაწილებს დეტალურად გავწერთ. მთავრობის განკარგულება ეხება განათლების ყველა საფეხურზე მყოფ პირებს. თუ არასრულად ვაქცინირებული პირი ერთ დამატებით ვაქცინას არ ჩაიტარებს, განათლების სამინისტროსა და მასზე დაქვემდებარებულ სტრუქტურებს აქვთ შესაძლებლობა, რომ სტატუსის შეჩერების საკითხი განიხილონ”,- აღნიშნა მან.

რაც შეეხება შემოწმების მექანიზმს, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის განმარტებით, ნებისმიერმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ უნდა მოითხოვოს კონკრეტული პირის აცრის სტატუსის შესახებ ინფორმაცია. 

ადამიას თქმითვე, წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება გარკვეულ საჯარო სამსახურებშიც რეკომენდებულია, თუმცა არა სავალდებულო.

„განკარგულების მიხედვით, ყველა საჯარო მოხელეზე საუბარი არ არის, თუმცა შეიარაღებულ ძალებსა და 19 წლის ზემოთ ასაკის ნებისმიერ პირზეა საუბარი. აღნიშნულ პირებში აცრის ჩატარება რეკომენდებულია და არა სავალდებულო”,- აღნიშნა მან.

როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი ეკატერინე ხუციშვილი განმარტავს, სტატუსის შეჩერება აუცრელი პირის საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გარიცხვას არ გულისხმობს.

„განკარგულებაში აღნიშნულია, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებამ შესაძლოა, განიხილოს ბენეფიციარის სტატუსის შეჩერების საკითხი. ბენეფიციარი 2 თვის განმავლობაში თუ არ წარადგენს ცნობას აცრის შესახებ, საგანმანათლებლო დაწესებულებას მხოლოდ განხილვის ვალდებულება აქვს. რაც შეეხება აღსრულების მექანიზმებს, დაგეგმილი გვაქვს სამუშაო შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროსთან, სადაც კონკრეტული რეკომენდაციები შემუშავდება. არც ერთი პირის განათლების უფლება არ შეიზღუდება იმ მიზეზით, რომ მას აცრა არ აქვს გაკეთებული. საჭიროა, ცნობიერების ამაღლება, რათა ყველამ გაიგოს, რომ აუცრელობის გამო შეიძლება ზიანი მიადგეს, როგორც აუცრელ ადამიანს, ისე მის გარშემო მყოფებს. ტერმინი „სტატუსის გადახედვის“ დასაზუსტებლად შევიკრიბებით ჯანდაცვის სამინისტროში, რის შემდეგაც აღსრულების მექანიზმის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაცია გვექნება“, – განაცხადა ეკატერინე ხუციშვილმა.

დეტალურად იხილეთ: მთავრობის განკარგულება წითელას მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ  

ზოგადი ინფორმაცია წითელას არაგეგმიური აცრების თაობაზე

ბრძანება სავალდებულო პროფილაქტიკურ იმუნიზაციას დაქვემდებარებულ საქმიანობათა ნუსხის დამტკიცების თაობაზე


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„პედაგოგების საგამოცდო შედეგები არადამაკმაყოფილებელი იყო, ამიტომ ცვლილებები გადავადდა“

ანტირეკორდი ეროვნულ გამოცდებზე - საგანი, სადაც ყველაზე მეტი აბიტურიენტი ჩაიჭრა

9 სექტემბერი უქმე დღეა - მასწავლებლები პირისპირ ტრენინგებს 5-დან 13 სექტემბრის ჩათვლით გაივლიან

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
ლესიჭინეს თემის N2 საჯარო სკოლა დირექტორს, რუსუდან ლაშხიას დაბადების დღეს ულოცავს 
 

სკოლა „ანაბასისის“ VII ბ კლასმა ფიზიკის გაკვეთილი კვლევით გამოცდილებად აქცია

„ანაბასისის“ მოსწავლეებმა ძამას ხეობაში საგანმანათლებლო ექსკურსია მოაწყვეს

წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეების დაუვიწყარო საზაფხულო დღეები თრუსოს ხეობის ბანაკში 

ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში საზაფხულო ბანაკი ღონისძიებით გაიხსნა, რომელიც პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება