| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ცაგერის სკოლაში შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილე აღნიშნეს.
სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრისა და სკოლის დირექციის ხელმძღვანელობით განახორციელეს პროექტი სახელწოდებით ''ქართველში გამოხედვაა იმ ვინმე ერთი მესხისა''. ღონისძიებაში IX-X-XI-XII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ განიხილეს სპექტაკლი შოთას ''ვეფხისტყაოსანი", რომელიც შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრმა ნოემბრის თვეში წარმოადგინა.
ნოემბრის თვეში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის N467 ბრძანების შესაბამისად, სკოლაში ესეებისა და ილუსტრაციების კონკურსი ჩატარდა - ''შოთა და თანამედროვეობა''.
ორი გამარჯვებული მოსწავლის, ანანო მუშკუდიანის - ''სისხლი აღარ უნდა ნახონ ჩვენმა თვალებმა" და მარიამ კაჭკაჭაშვილის - ''ლოცვა მთებს ძრავს" ნამუშევრები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გაიგზავნა. ასევე გაიგზავნა სოსო გუგავას, იური საღინაძისა და თორნიკე კოპალიანის ილუსტრაციები.
24 იანვარს სკოლაში მორიგი ღონისძიება გაიმართა. სამეცნიერო-თეორიულ კონფერეციაში - ''ვეფხის პოემა, აი, მართლაც აკადემია", 19 მოსწავლე მონაწილეობდა.
20 თებერვალს სკოლაში ,,სიბრძნისმეტყველებისა" და მხატრული კითხვის კონკურსები ჩატარდება.
პროექტი სასწავლო ექსკურსიით დასრულდება.
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება
„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“
„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება