სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მრავალენოვანი ონლაინ-ენციკლოპედია - „ვიკიპედია“ 18 წლის გახდა
15-01-2019
-
+


თავისუფალი, მრავალენოვანი ონლაინ-ენციკლოპედია - „ვიკიპედია“  (ინგლ. Wikipedia)  18 წლის გახდა.

ონლაინ-ენციკლოპედიის ინგლისურენოვანი პროექტი  2001 წლის 15 იანვარს შეიქმნა,  შემდეგ კი გაჩნდა მისი ვარიანტები სხვა ენებზე, მათ შორის ქართულ ენაზეც. პროექტს ამერიკული არაკომერციული ფონდი „ვიკიმედია“ მართავს.

პროექტის მიზანია შეიქმნას სრული, მიუკერძოებელი, საავტორო უფლებებისაგან თავისუფალი ენციკლოპედია მსოფლიოს ყველა ენაზე.

ვიკიპედიას არ ჰყავს რედაქტორთა ცენტრალიზებული შემადგენლობა, მასში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შეიტანოს ცვლილებები და დამატებები. ყველა მათგანს უფლება აქვს დაწეროს სტატია ნებისმიერ თემაზე და შეასწოროს სხვის მიერ უკვე დაწერილი სტატია. უფრო აქტიური „ვიკიპედიელები“ შეიძლება გახდნენ ადმინისტრატორები, მაგრამ ეს თანამდებობა მას უფრო მეტ ვალდებულებებს აკისრებს, ვიდრე რაიმე უფლებებს ანიჭებს.

„ვიკიპედია“ სულ 299 ენაზე მუშავდება. ინგლისურენოვანი განყოფილება დღეისათვის ყველაზე დიდია და შეიცავს 5 მილიონზე მეტ სტატიას. მას მოჰყვებიან ნიდერლანდური, გერმანული, შვედური, ფრანგული, იტალიური, რუსული, ესპანური, პოლონური, იაპონური და ვიეტნამური „ვიკიპედიები“ მილიონზე მეტი სტატიით, პორტუგალიური, ჩინური და უკრაინული „ვიკიპედიები“ ნახევარ მილიონზე მეტი სტატიით. ამ დროისთვის ქართულ ვიკიპედიაში 126 250 სტატიაა.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

მოსწავლესთან ერთად საგანმანათლებლო პროცესიც შეფასდება - მინისტრის ბრძანება 

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება