სიახლეები
ყველაზე პოპულარული
რჩევები

უკან სკოლაში - 6 ხერხი, როგორ მოვმართოთ ბავშვი სწავლისკენ არდადეგების შემდეგ
16-01-2019
-
+


სწავლის დაწყება შესაძლოა სტრესის მიზეზი გახდეს, როგორც დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის, ისე უფროსკლასელებისთვის, ამიტომ ეცადეთ ბავშვს სკოლის მერხთან დაბრუნების მოტივაცია მისცეთ და შემდეგ რომ არ გაუჭირდეს წინასწარ ჩააყენეთ რეჟიმში.

ესაუბრეთ სკოლაზე


ესაუბრეთ სკოლაზე, მაგრამ შენიშვნებისა და მითითებების გარეშე - უბრალოდ ჰკითხეთ, რა მოსწონს სკოლაში, რა საგნები და აქტივობები უყვარს ყველაზე მეტად, აქვს თუ არა არდადეგების შემდეგ სკოლაში წასვლის სურვილი. დაე, ახსნას რატომ... ესაუბრეთ მშვიდად, აუჩქარებლად და ყურადღებით მოუსმინეთ. 

პოზიტიური ატმოსფერო


ბავშვი უნდა იყოს მზრუნველობითა და სიმშვიდით გარშემორტყმული - მშობლები ახალი სემესტრის დაწყების წინ არ უნდა ღელავდნენ და არ უნდა დატვირთონ ბავშვი, თუ მან არდადეგების დროს რაიმეს გაკეთება ვერ მოასწრო. ასევე, უნდა მისცეთ შვილს მეგობრებთან ურთიერთობისთვის დრო. მისთვის სასარგებლო იქნება თუ მათ გაუზიარებს, როგორ ჩაიარა მისმა დასვენებამ.

რეჟიმში დაბრუნება

ფსიქოლოგები გვირჩევენ, სწავლის დაწყებისთვის შევუმციროთ ბავშვს კომპიუტერული თამაშებისა და ტელევიზორისთვის გამოყოფილი დრო. ბავშვი უფრო ადრე დააძინეთ, ძილის წინ კი აქტიური მოძრავი თამაშები გამორიცხეთ. კარგი იქნება, საღამოობით გასეირნება. ბავშვის დილით გაღვიძება უფრო ადრე დაიწყეთ. თვალყური ადევნეთ, რომ ბავშვს 9 საათზე ნაკლები არ ეძინოს. 

დაბალანსებული კვება

სავარაუდოდ, ახალი წლის არდადეგებზე ბავშვის რაციონი არც ისე სასარგებლო, მაგრამ ძალიან გემრიელი კერძებითა და ტკბილეულით შეიცვლება, სკოლის მოსწავლის ტვინისთვის კი აუცილებელია, რომ კვება იყოს დაბალანსებული. არ დაგავიწყდეთ ბავშვის მენიუში ღვიძლის, ხორცის, ხილის, ბოსტნეულის და რძის პროდუქტების ჩასმა.

შექმენით პოზიტიური განწყობა

გაიხსენეთ ბავშვის სასკოლო ცხოვრებიდან საინტერესო მომენტები, სწავლაში ან სპორტში მისი მიღწევები, კლასგარეშე საქმიანობებში მონაწილეობა. ყურადღების კარგზე კონცენტრირებით, ბავშვს ახალი წარმატებისკენ უბიძგებთ.

ადაპტაცია


ახალი სემესტრის დასაწყისში ნუ მოსთხოვთ ბავშვს სწავლის რეჟიმში ელვისებურ ჩაბმას - შეგუებისთვის დრო მიეცით. მხარი დაუჭირეთ და შეაქეთ ის მიღწეულისთვის, რადგან მისთვის თქვენი მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საგამოცდო პროგრამები მასწავლებლებისთვის - დავალებების ნიმუშები, შეფასების კრიტერიუმები და სტრუქტურულ თავისებურებები

მასწავლებლებს რეგისტრაციის საფასურის გადახდა მოუწევთ - ზამთარში პედაგოგები 1 ან 3 გამოცდას ჩააბარებენ

პირველ ადგილზე გასული გუნდები 2027 წლის გაზაფხულზე ქვემო ქართლის რეგიონულ ეტაპზე წალკის მუნიციპალიტეტს წარადგენენ

„გვაქვს სკოლები, სადაც შეიძლება საგნის მასწავლებელი არ არსებობდეს, ან ასწავლიდეს არაკვალიფიციური სპეციალისტი...“

საცდელი ტესტირება ხვალ, 20 ოქტომბერს გაიმართება - NAEC რეგისტრაციის დეტალებზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება