სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

როდის შეუძლიათ მოსწავლეებს სხვა სკოლაში მობილობით გადასვლა და რა პროცედურებია გასავლელი?!
31-12-2018
-
+


იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებმა, რომლებსაც სხვა სკოლაში გადასვლა სურთ, წინასწარ რამდენიმე ფაქტორი უნდა გაითვალისწინონ. მოსწავლეთა მობილობის პროცესში მთავარი პირობაა, სკოლაში, რომელშიც მოსწავლეს სურს გადასვლა, იყოს თავისუფალი ადგილები და სკოლას შეეძლოს ახალი მოსწავლის მიღება.

მობილობა არ ხდება: 

1-ლი სექტემბრიდან 15 სექტემბრამდე;

I კლასის I სემესტრის მიმდინარეობისას;

XII კლასის II სემესტრის მიმდინარეობისას;

სასწავლო წლის დასრულებამდე 30 კალენდარული დღის განმავლობაში.

მობილობისთვის აგრეთვე აუცილებელია, დაინტერესებულმა პირმა მიმართოს მიმღებ სკოლას, რომელიც უფლებამოსილია გაესაუბროს მობილობის მსურველის ჩარიცხვამდე და დაადგინოს ცოდნისა და უნარების თავსებადობა ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონესთან.

გთავაზობთ მობილობისას განსახორციელებელ პროცედურებს:

1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში გათვალისწინებული სპეციალური მოდულის მეშვეობით,  მოსწავლეთა მობილობას ელექტრონულად ახორციელებენ;

2. მობილობის პროცესში მონაწილე მხარეები არიან:   ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომლიდანაც გადადის მოსწავლე,   მიმღები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება;

3. მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი მობილობის  შესახებ წერილობით მიმართავს იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, რომლიდანაც გადადის მოსწავლე და მიმღებ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას;

4. მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიმართვის/განცხადების საფუძველზე, მიმღები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში ავსებს მობილობის მოთხოვნის ელექტრონულ ფორმას;

5. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში, მიმღები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება მობილობის მოთხოვნის ელექტრონულ ფორმას თან ურთავს მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადებას;

6. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომლიდანაც გადადის მოსწავლე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში მობილობაზე  შემოსული ელექტრონული მოთხოვნის ასტურებას ან უარყოფს;

7. ელექტრონული მოთხოვნის დადასტურების შემთხვევაში, სკოლა, რომლიდანაც გადადის მოსწავლე, უზრუნველყოფს მოსწავლის ამორიცხვის შესახებ სკოლის დირექტორის  ბრძანების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო  სისტემაში  განთავსებას/ატვირთვას;

8. მობილობის ელექტრონული მოთხოვნის უარყოფის შემთხვევაში, პროცესი წყდება;

9. მობილობის ელექტრონული მოთხოვნის უარყოფის შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილ ვადაში მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს წერილობითი ფორმით აცნობოს დასაბუთებული უარი მოსწავლის მობილობის ფორმით  გადაყვანის თაობაზე;

10. მობილობის ელექტრონული მოთხოვნის დადასტურების შემთხვევაში, მიმღები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფს მოსწავლის ჩარიცხვის შესახებ სკოლის დირექტორის ბრძანების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში განთავსებას/ატვირთვას და მობილობის პროცესის დასრულებას.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სკოლების სია, რომლებშიც სასკოლო მზაობის ჯგუფები იხსნება - რეგისტრაციის ვადები ცნობილია

სტატუსი მიენიჭა 400-ზე მეტ მასწავლებელს - უფროსი, წამყვანი, მენტორი და უსტატუსო პედაგოგების სტატისტიკა საჯარო სკოლებში

2023-2024 და 2024-2025 სასწავლო წლების 7 ათასზე მეტ მედალოსანს სერტიფიკატი დღემდე არ მიუღია

მასწავლებლის სახლმა კადრების შერჩევა დაიწყო - ანაზღაურება და კონკურსის დეტალები ცნობილია

მეორადი ჩარიცხვები ჩაჭრილ აბიტურიენტებსაც შეეხებათ თუ არა - პასუხი აქტუალურ კითხვაზე

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ

სკოლის დირექტორი ქეთევან ედიბერიძე და პედაგოგები კურსდამთავრებულს მორიგ წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ
 

სკოლის დირექცია და პედაგოგები ახალგაზრდებს ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობასა და წარმატებულ კარიერას უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება