სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

71-ე საჯარო ბაღში საახალწლო ზეიმის დროს აფეთქებული პიროტექნიკის შედეგად სავარაუდოდ ერთი აღსაზრდელი დაშავდა
29-12-2018
-
+


თბილისის N71 საჯარო ბაგა-ბაღში საახალწლო ზეიმის დროს პიროტექნიკის აფეთქებამ, გამოიწვია. აღნიშნულის შედეგად სავარაუდოდ ერთი მცირეწლოვანი დაშავდა. 

აღნიშნული ინციდენტი 26 დეკემბერს მოხდა, თუმცა წინასაახალწლო ზეიმზე ბაღში პიროტექნიკის გამოყენების შესახებ ვიდეომასალა სოციალურ ქსელში დღეს გავრცელდა.

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, შემთხვევაზე მასალები შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეგზავნა. მათივე ცნობით, ბაღის ადმინისტრაციისგან აქვთ ინფორმაცია, რომ პიროტექნიკა ბაღში მშობელმა მიიტანა. მომხდართან დაკავშირებით ბაღის დირექტორმა სააგენტოს ახსნა-განმარტება მეორე დღეს მისცა.

„მომხდარზე მიმდინარეობს მოკვლევა და ამას მოჰყვება მკაცრი რეაგირება“, – განაცხადა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა კახა გვანცელაძემ.

როგორც პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, ბაღში მომხდარ შემთხვევაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით.

შს სამინისტროს ცნობით, სავარაუდოდ პიროტექნიკის გამოყენების შედეგად საბავშვო ბაღის ერთ-ერთმა აღსაზრდელმა მსუბუქი დაზიანება მიიღო, მას საავადმყოფოში გაეწია დახმარება და ამჟამად მკურნალობას სახლში განაგრძობს.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება