სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ქართველი მასწავლებელი მსოფლიოს იმ 10 პედაგოგს შორისაა, რომელებიც პრესტიჟული გერმანული პრემიის მფლობელები გახდნენ
27-12-2018
-
+


პედაგოგი ზეინაბ მურჯიკნელი მსოფლიოს იმ 10 მასწავლებელს შორისაა, რომელიც PASCH პრემიის მფლობელი გახდა.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ცნობით, პარტნიორი სკოლების პროგრამა (PASCH) 2008 წელს შემუშავდა და მასში მსოფლიოს 2000-ზე მეტი სკოლაა ჩართული. პროგრამის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 35 ქვეყნიდან 483 ადამიანის მიერ 62 კანდიდატურა დასახელდა.

PASCH ჯილდოს ის ადამიანები იღებენ, რომლებიც გერმანულს, როგორც მეორე ენას ასწავლიან და მოსწავლეებს ინტერკულტურულ ღირებულებებს უზიარებენ.

ნომინირება კონკრეტული მასწავლებლის კოლეგებსა და მოსწავლეებს შეეძლოთ. წარმდგენი პირი პირი ვალდებული იყო, მის მიერ ნომინირებული მასწავლებლის საქმიანობის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალით დაესაბუთებინა, თუ რატომ იმსახურებდა მისი კანდიდატი ამ ჯილდოს. საბოლოოდ, ჟიურიმ 10 საუკეთესო ფინალისტი გამოავლინა.

ზეინაბ მურჯიკნელი გერმანულ ენას პირველ ექსპერიმენტულ საჯარო სკოლაში ასწავლის. 25 დეკემბერს მას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ბერიკა შუკაკიძე შეხვდა და ორგანიზაციის სახელით საჩუქრები გადასცა.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საგამოცდო პროგრამები მასწავლებლებისთვის - დავალებების ნიმუშები, შეფასების კრიტერიუმები და სტრუქტურულ თავისებურებები

მასწავლებლებს რეგისტრაციის საფასურის გადახდა მოუწევთ - ზამთარში პედაგოგები 1 ან 3 გამოცდას ჩააბარებენ

პირველ ადგილზე გასული გუნდები 2027 წლის გაზაფხულზე ქვემო ქართლის რეგიონულ ეტაპზე წალკის მუნიციპალიტეტს წარადგენენ

„გვაქვს სკოლები, სადაც შეიძლება საგნის მასწავლებელი არ არსებობდეს, ან ასწავლიდეს არაკვალიფიციური სპეციალისტი...“

საცდელი ტესტირება ხვალ, 20 ოქტომბერს გაიმართება - NAEC რეგისტრაციის დეტალებზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება