სიახლეები
სიახლეები

მიხეილ ბატიაშვილი: „განათლების სამინისტრო მუშაობს მეტი ფინანსების მოძიებაზე, რომ ახალგაზრდა პედაგოგები დააინტერესოს“
27-12-2018
-
+


პედაგოგების გადამზადების მიმართულებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სიახლეებს გეგმავს. 

ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა. 

მინისტრის ინფორმაციით, შეიქმნება მასწავლებლების გადამზადების ახალი მოდელი, რომელიც დაფუძნებული იქნება თბილისის N150 საჯარო სკოლაში საპილოტე რეჟიმში განხორციელებული სწავლების ახალი მეთოდის შედეგების გათვალისწინებით.

„ეს საპილოტე პროექტი, რომელიც თითქმის დასრულებულია, გაზაფხულიდან კიდევ 50 სკოლაში შევა და ეტაპობრივად უკვე ყველა სკოლაში გავრცელება. პედაგოგების გადამზადება სწორედ ახალ მეთოდზე იქნება მორგებული. შესაბამისად ამას სჭირდება გარკვეული განახლებები. ეს უნდა იყოს ორი მიდგომით, ერთი, პროგრამების განახლებით ცვლილებები იმ კუთხით, რომელიც უნდა იყოს აზროვნებითი უნარების განვითარებაზე მიმართული და ამის პარალელურად, იქნება პედაგოგების ახალი კადრების, ახალგაზრდების ამ სისტემაში შემოყვანა, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – აცხადებს მიხეილ ბატიაშვილი.

განათლების მინისტრის თქმით, ამავე მიმართულებით სამინისტრო მუშაობს მეტი ფინანსების მოძიებაზე, იმისათვის, რომ ახალი პროგრამით დააინტერესოს ახალგაზრდა პედაგოგები და პარალელურად ხელი შეუწყონ ახალ მოდელზე გადასვლის პროცესში ამ დროისთვის სკოლებში მყოფ პედაგოგებს.

„პედაგოგების კუთხით თუ იგივე მიდგომები არ შევცვალეთ, ძალიან რთულია სისტემის ცვლილებაზე საუბარი. ამიტომ ეს უნდა მოხდეს პარალელურად, უნდა შეიცვალოს მიდგომები, უნდა მოხდეს თანამედროვე მოთხოვნების შემოტანა ამ სისტემაში. ჩვენი მთავარი საზრუნავი ეს არის ბავშვი, ეს არის მაღალი ხარისხის განათლება, რომელსაც ალტერნატივა არა აქვს“, – განაცხადა განათლების მინისტრმა.

კითხვაზე, შეიქმნება თუ არა იმ მასწავლებლების სკოლიდან გაშვების მექანიზმი, რომლებიც ვერ ან არ აბარებენ საკუთარი საგნის გამოცდას, მიხეილ ბატიაშვილი პასუხობს, რომ პირველ ეტაპზე განათლების სამინისტრო ამას არ გეგმავს, თუმცა კონკრეტულ გადაწყვეტილებებს კონკრეტული შედეგებიდან გამომდინარე მიიღებს.

„პირველი ჩვენი ამოცანა არის, რომ ყველა პედაგოგს, პირველ რიგში, დავეხმაროთ, ყველას მივცეთ იმის შესაძლებლობა, რომ ამ რეფორმის ფარგლებში პედაგოგების მაქსიმალური ჩართულობა გვქონდეს. ამიტომ, პირველი რიგის ამოცანა ჩვენთვის არის, რომ ყველა პედაგოგს მაქსიმალურად დავეხმაროთ, საშუალება გავუჩინოთ იგივე მატერიალური კუთხით, რომ მაქსიმალური ხელშეწყობა ჰქონდეს. თუმცა, ამის პარალელურად, ჩვენ ვიზრუნებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა, ახალი პედაგოგი გაჩნდეს, რომელიც შესაბამისი პირობებით იქნება უზრუნველყოფილი“,- განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.


კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

გამოცდა 4 თებერვალს ჩატარდება - ვის ეხება NAEC-ის ინფორმაცია 

ცნობილია, მანდატურის სამსახური რომელ რეგიონში რამდენ კადრს დაასაქმებს - საკვალიფიკაციო მოთხოვნები და სხვა დეტალები

ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა - რა გაუქმდა დოკუმენტის მიხედვით

„1 დღის ან 1 კვირის გამო, რატომ უნდა დაკარგოს ბავშვმა წელი?!“ - მხოლოდ 15 სექტემბრის ჩათვლით დაბადებულები შევლენ პირველ კლასში

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლის დირექტორი მელანია ჩხიტუნიძე პასუხობს

 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

„წარდგენა იყო საინტერესო, შემოქმედებითი და შემეცნებითი - ცოდნა და სულიერი გამოცდილება ერთ მთლიანობად შეიკრა“

საინტერესო

პირველი ქვეყანა, რომელმაც 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური მედიის გამოყენება აკრძალა

შავ-თეთრმა კონტრასტმა, თვალის ზედმეტად დაძაბვის გამო, უარყოფითად იმოქმედა მოსწავლეებისა და მასწავლებლების მხედველობაზე

ლორანი შესაძლოა მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი იყოს, რომელმაც ამ კონკრეტულ სფეროში დოქტორის ხარისხი მიიღო

სიახლეები
საზოგადოება