| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

პოპულარული წინასაახალწლო თამაში „სეკრეტ სანტა“ სკოლის მოსწავლეებშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეებს საჩუქრების მიღება დიდ სიამოვნებას ანიჭებთ და ზამთრის არდადეგების მოახლოება უფრო სახალისო ხდება, ეს თამაში არაერთ მოსწავლეს გულისაც წყვეტს.
„სეკრეტ სანტას“ თამაშის პრინციპი, ალბათ, ყველამ იცის - თამაშის პერიოდში შენს რჩეულს პატარ-პატარა საჩუქრებით ანებივრებ, საბოლოოდ კი კიდევ ერთ დამაგვირგვინებელ საჩუქარს აძლევ. ერთი მხრივ, ამ თამაშში პრობლემა არ უნდა იყოს, თუმცა, მეორე მხრივ, თუ საზოგადოების სოციალურ ფონს გავითვალისწინებთ, ყველა მოსწავლის მშობელს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ შვილს თავის რჩეულთან საჩუქარი ყოველ დღე გაატანოს, რაც იმ ბავშვის გულის წყვეტას იწვევს, რომელიც საჩუქარს იშვიათად ან საერთოდ ვერ იღებს.
ამიტომ ისმება კითხვა - უნდა მივცეთ თუ არა სკოლის მოსწავლეებს „სეკრეტ სანტას“ თამაშის უფლება და რამდენად სწორია სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებში აღნიშნულის თამაშის შემოღება?! - Etaloni.ge-მ კითხვაზე პასუხის მისაღებად განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიმართა.
როგორც უწყებაში განგვიცხადეს, იმისთვის რომ სამინისტრომ იმოქმედოს, აუცილებელია ინფორმაციის მიწოდება კონკრეტული ფაქტების შესახებ.
„სკოლას აქვს შინაგანაწესი, ის არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი და თავად წყვეტს ამ ყველაფერს. თუ რომელიმე სკოლაში აღნიშნული აქტივობა მოსწავლეებისთვის სტრესის გამოიწვევს, ჩვენ უნდა მოგვმართონ და შესაბამის ზომებს მივიღებთ. უნდა ვიცოდეთ კონკრეტული ფაქტი რომ ვიმოქმედოთ“, - გვითხრეს უწყებაში.
გთავაზობთ სოციალური ქსელის მომხმარებლების მოსაზრებებს უნდა ითამაშონ თუ არა სკოლის მოსწავლეებმა სკოლებში „სეკრეტ სანტა“:
„როდის უნდა მიხვდეს საზოგადოება, რომ უხერხულში აყენებენ იმათ, ვისაც საშუალება არა აქვს?!“
„უნდა დაწესდეს საჩუქრებზე ლიმიტი - მაგალითად, 5 ან 10 ლარი. ბავშვებიც დაფიქრდებოდნენ საჩუქარზე და არავის დასწყდებოდა გული“.
„ჩემი შვილი მთელი დღე ტიროდა, მარტო მას არ ჰქონდა საჩუქარი“.
„მასწავლებლებმა უნდა გააკეთოს ისე ორგანიზება, რომ ყველას შეხვდეს საჩუქარი. უნდა იყოს ლიმიტი - თუ რამდენი ლარის ფარგლებში უნდა იყოს საჩუქარი შეძენილი, რომ არ იყოს შემდეგ გულისწყვეტა“.
„თამაში კი სახალისოა, მაგრამ ძალიან ბევრ სირთულეს უქმნის ბავშვსაც და მშობელსაც. მიუღებელია ეს თამაში სკოლაში, მით უმეტეს თუ ეს ინიციატივა მასწავლებელს ეკუთვნის“.
აქვე, Etaloni.ge შეგახსენებთ, რომ სკოლაში ნებისმიერი დარღვევის აღმოჩენის, უფლების შელახვისა თუ არამართლზომიერი ქმედების შესახებ ინფორმაციის მიწოდება განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთვის შესაძლებელია ცხელ ხაზზე: (995 32) 2 200 220 ან შიდა აუდიტის დეპარტამენტის ცხელი ხაზზე (+ 995 32) 220 02 20 ეხტ. 1150.
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
თუ მასწავლებლის გამოცდაზე ვერ რეგისტრირდებით - რას ნიშნავს „აბონენტი ვერ მოიძებნა“
„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე
„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
ბაღის მფლობელს, ლი ხუეიფანს, უვადო პატიმრობა და 500 000 იუანის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა