სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

როდის იწყება საახალწლო არდადეგები სტუდენტებისთვის?! - იხილეთ დასვენების დღეების განრიგი
27-12-2018
-
+


უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებისთვის 2018-2019 სასწავლო წლის საახალწლო არდადეგების თარიღი ცნობილია.

აღსანიშნავია, რომ დასვენების დღეები განსხვავებულია სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისთვის.   

Etaloni.ge გთავაზობთ დასვენების დღეების განრიგს უნივერსიტეტების მიხედვით.

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი: ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისთვის საახალწლო არდადეგები 30 დეკემბრიდან იწყება და 8 იანვრის ჩათვლით გრძელდება; მაგისტრანტებისთვის - 30 დეკემბრიდან 6 იანვრის ჩათვლით.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი: ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის საახალწლო არდადეგები 25 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით იქნება;

აგრარული უნივერსიტეტი: ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება და 7 იანვრამდე გასტანს;

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი: ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის  არდადეგები 31 დეკემბერიდან 7 იანვარამდე გაგრძელდება;

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი: ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის - 30 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით;

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი: ყველა საფეხურის სტუდენტისთვის  - საახალწლო დასვენების დღეებად 1 და 2 იანვარია გამოცხადებული;

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი: ყველა საფეხურის სტუდენტისთვის საახალწლო არდადეგები 29 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება;

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი: სამაგისტრო, საბაკალავრო და მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის საშობაო არდადეგები 31 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება;

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი: სტუდენტებისთვის საშობაო არდადეგების განრიგი 31 დეკემბრიდან 6 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება;

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი: საშობაო არდადეგები სტუდენტებისთვის 29 დეკემბრიდან 2019 წლის 7 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საგამოცდო პროგრამები მასწავლებლებისთვის - დავალებების ნიმუშები, შეფასების კრიტერიუმები და სტრუქტურულ თავისებურებები

მასწავლებლებს რეგისტრაციის საფასურის გადახდა მოუწევთ - ზამთარში პედაგოგები 1 ან 3 გამოცდას ჩააბარებენ

პირველ ადგილზე გასული გუნდები 2027 წლის გაზაფხულზე ქვემო ქართლის რეგიონულ ეტაპზე წალკის მუნიციპალიტეტს წარადგენენ

„გვაქვს სკოლები, სადაც შეიძლება საგნის მასწავლებელი არ არსებობდეს, ან ასწავლიდეს არაკვალიფიციური სპეციალისტი...“

საცდელი ტესტირება ხვალ, 20 ოქტომბერს გაიმართება - NAEC რეგისტრაციის დეტალებზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება