სიახლეები
ეტალონი

„სიხარულისგან გული ამოვარდნაზე მაქვს“ - „ეტალონმა“ წყალტუბოს რჩეული მოსწავლე გამოავლინა
12-12-2018
-
+


„ეტალონის“ მორიგი ინტელექტ-ჩემპიონატი წყალტუბოს N2 საჯარო სკოლაში გაიმართა. ჩემპიონატში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 83 რჩეული მოსწავლე მონაწილეობდა, რომელთაგანაც ჩემპიონატმა „წყალტუბოს ეტალონი მოსწავლე“ გამოავლინა.

ღონისძიებას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები თენგიზ ნიჟარაძე და ბადრი პაპავა, სკოლის დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, მამუკა ჩხეტიანმა პროექტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და „წყალტუბოს ეტალონ მოსწავლეს“ მიღწეული წარმატება მიულოცა:

„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 39 საჯარო და 2 კერძო სკოლაა. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსწავლეთა უმრავლესობის მხრიდან, ძალიან დიდია დაინტერესება ინტელექტ- ჩემპიონატების მიმართ. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა „ეტალონს“, რომლმაც სწავლის ძალიან დიდი მოტივაცია შეუქმნა ბავშვებს. წლიდან წლამდე საგრძნობლად იზრდება ჩემპიონატში მონაწილეობის მსურველთა რიცხვი და ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ ჩემპიონატის მეორე ტურში ჩვენი მუნიციპალიტეტის 83 კონკურსანტი იბრძოდა „ეტალონი მოსწავლის“ სტატუსი მოსაპოვებლად. ბავშვები ცდილობენ განათლებით დაიმკვიდრონ თავი. ისინი სწავლაში ეჯიბრებიან ერთმანეთს. სწორედ ესაა ის ნამდვილი და ყველაზე დიდი საქმე, რასაც ეტალონი ემსახურება. ჩვენი მუნიციპალიტეტის გამარჯვებული მესხეთის საჯარო სკოლის მოსწავლე გახდა, რომელიც წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სახელით უკვე ჩემპიონატის ფინალურ ტურში „საქართველოს ეტალონი მოსწავლის“ სტატუსის მოსაპოვებლად იასპარეზებს, მინდა მას ამ მიზნის მიღწევა და წარმატებები ვუსურვო“.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, თენგიზ ნიჟარაძემ „ეტალონის“ მასშტაბურობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი საგანმანათლებლო ხასიათის ჩემპიონატები ძალიან დიდ როლს თამაშობს მოსწავლეთა ინტელექტუალურ განვითარებაზე:

„ყოველთვის მიმაჩნდა და დღესაც ვფიქრობ, რომ „ეტალონი“ არის საქართველოში, და არა მხოლოდ საქართველოში, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი, რომლის შესახებაც ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთაც კარგად იციან და დადებითად ეხმაურებიან. ეს არის ერთი კაცის მიერ წამოწყებული საქმიანობა, რომელის მთელი ამ დროის განმავლობაში განვითარდა, გაფართოვდა და დღეს უდიდესი პოპულარობით სარგებლობს იმ თაობაშიც, ვისაც ამ პროექტის არსებობა ყველაზე მეტად სჭირდება. ეს არის მოსწავლეების უდიდესი მოტივაციის წყარო, გახდნენ მეტად წარმატებულები, ისწავლონ და თანატოლებს სწორედ განათლებაში, სწავლაში და წიგნის კითხვაში შეეჯიბრნონ. მე არ მეგულება ადამიანი, არ იყოს აღფრთოვანებული აღნიშნული პროექტით და მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო, ამ იდეის ავტორებს და აქვე ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო წარმატება ჩვენი მუნიციპალიტეტის „ეტალონ მოსწავლეს“.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, ბადრი პაპავამ „ეტალონის“ მნიშვნელობაზე ისაუბრა და ჩემპიონატის გამარჯვებულს წარმატებები უსურვა: 

„ძალიან სასიხარულოა ის ფაქტი, რომ წყალტუბოს ამდენი ნიჭიერი ახალგაზრდა ჰყავს. დღეს, ჩემპიონატში მონაწილეთა რიცხვი ნამდვილად მეტყველებდა იმაზე, როგორი მონდომებულები არიან ბავშვები, როგორ ცდილობენ იყვნენ ჩართულები ამ პროექტში და მიაღწიონ წარმატებას. მივულოცავ გამარჯვებულს დღევანდელ წარმატებას და ვუსურვებ ეს წარმატება ყოფილიყოს დიდი გამარჯვებების საწინდარი. დიდი მადლობა პროექტის ავტორებს ასეთი სასიქადულო და მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის და ვისურვებ კიდევ არაერთი, მსგავსი პროექტი განეხორციელებინოს „ეტალონის“ შემოქმედებით გუნდს“.

„წყალტუბოს ეტალონი მოსწავლის" ტიტული მესხეთის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლემ გიორგი დვალიშვილმა მოიპოვა. მან აღნიშნა, რომ ჩემპიონატში გამარჯვება ძალიან საამაყო და ემოციურია: 

„გული ამოვარდნაზე მაქვს, აღარ შემიძლია. ძალიან ბედნიერი ვარ და ვერ გამოვხატავ ემოციებს. დღეს ჩემპიონატში მეორედ მივიღე მონაწილეობა. შარშანაც ვმონაწილეობდი, მაგრამ არაფერი განსაკუთრებული ადგილი არ ამიღია და წელს თუ გავიმარჯვებდი მართლა არ მეგონა.  ყველა მონაწილეს წარმატებებს ვუსურვებ და ვურჩევ ბევრი წიგნი წაიკითხონ და ისწავლონ ყველაფერი, რასაც ასწავლიან სკოლაში და ასე აუცილებლად მიაღწევენ წარმატებას“.

წყალტუბოს N2 საჯარო სკოლაში ჩატარებული ინტელექტ-ჩემპიონატის ფინალი ემოციური აღმოჩნდა ნათია ბიწაძისთვისაც, რომელიც დღეიდან უკვე „წყალტუბოს ეტალონი მოსწავლის“ დედის სტატუსს ატარებს. ნათიამ საკუთარი ემოციები გაგვიზიარა და აღნიშნა, რომ გიორგი ძალიან მიზანდასახული და შრომისმოყვარე ბიჭია:

„ძალიან ბედნიერი ვარ. გიორგი ძალიან ენერგიული, მიზანდასახული და მონდომებული ბიჭია. წელს მეორედ მიიღო მონაწილეობა, ემზადებოდა ჩემპიონატისთვის, მაგრამ ნამდვილად არ ველოდი ჩემპიონატის ამ შედეგით დასრულებას. მიხარია, რომ არსებობს ეს პროექტი და მინდა ამ იდეის ავტორებს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო იმ სიხარულისთვის, რასაც გვანიჭებენ. ეს არის პროექტი, რომელიც უდიდეს სტიმულს აძლევს ბავშვს, ისინი მეტად მონდომებულები არიან, რადგან თავისი თვალით ხედავენ, როგორ უფასდებათ შრომა. წარმატებებს ვუსურვებ თითოეულ მონაწილეს. ძალიან მიხარია, რომ ამ პატარა რაიონიდან ამდენი ბავშვი იბრძოდა „ეტალონი მოსწავლის“ სტატუსის მოსაპოვებლად“.

მესხეთის საჯარო სკოლის დირექტორის, ნაზი სადილიანის თქმით, „წყალტუბოს ეტალონი მოსწავლის“ მშობლიური სკოლა ყოველთვის დიდი მონდომებით ემზადება ჩემპიონატებისთვის და ხშირად იწონებს თავს წარმატებული მოსწავლეებით:

„გამარჯვებული არაჩვეულებრივი ბიჭი. ჯერ მეცხრე კლასელია, მაგრამ არის ძალიან მოტივირებული, მიზანდასახული და წარმატებული. ჩვენი სკოლის მოსწავლეები ყოველთვის დიდი მონდომებით ემზადებიან და მოუთმენლად ელიან ჩემპიონატის თარიღს.მათი მოტივაცია და მოლოდინი ყოველთვის ძალიან მაღალია.  ვულოცავ ჩვენს ეტალონ მოსწავლეს მიღწეულ წარმატებას, ასევე ჩვენს სკოლას და ვულოცავ მთელს მუნიციპალიტეტს დღევანდელ წარმატებას“.

შეგახსენებთ, „წყალტუბოს ეტალონი მოსწავლე“ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

განათლების სამინისტრომ განაცხადების მიღება დაიწყო - პრიორიტეტული პროგრამები და სხვა დეტალები ცნობილია

3 მარტს საქართველოს სკოლებში დედის დღე განსაკუთრებული სიყვარულითა და სითბოთი აღინიშნება

მოსწავლეთა გაცდენებსა და სტატუსის შეჩერებაზე პედაგოგებთან შეხვედრა ჩატარდება

უნივერიტეტებში 50%-ით მეტი სტუდენტი ირიცხება - კობახიძის თქმით, კვლევის მიხედვით ყოველწლიურად 14 400 სტუდენტზე მეტი არ უნდა ირიცხებოდეს

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც კითხვებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის საჯარო სკოლის დირექტორი ინეზა კუნჭულია პასუხობს

„სკოლა მოსწავლეს უნდა აძლევდეს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ შესაძლებლობას, რომ ჩამოყალიბდეს თავისუფალი აზროვნების პიროვნებად“

სკოლები

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახუნაოს საჯარო სკოლის პედაგოგი ელენე გაბეშია პასუხობს

ღონისძიება საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა

პატარებმა ასევე მწერლის შემოქმედება გააცოცხლეს, ზღაპრები დადგეს და ერთმანეთს წიგნები აჩუქეს

დაჯილდოვდნენ მოსწავლეები - გიორგი ონიანი, ლუკა ქეთიშვილი და ანასტასია ზამბახიძე

„მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს ოჯახის მხარდაჭერა, მასწავლებლის შექება, წახალისება, რწმენა, რომ მას შეუძლია“

საინტერესო

დაწყებითი საფეხურის მოსწავლების ნაწილი სახელმძღვანელოს გადაფურცვლას „სქროლვით“ ცდილობს - კვლევა ბრიტანეთში 

სიახლეები
საზოგადოება