სიახლეები
ეტალონი

„ეტალონი“ არაქართველი მოსწავლეებისთვის ქართული ენის დაუფლების მოტივაციაა“ - მარნეულში 2018-2019 სასწავლო წლის პირველი შესარჩევი ეტაპი ჩატარდა
10-12-2018
-
+


მარნეულის მუნიციპალიტეტში 5 დეკემბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შიდა სასკოლო ტესტირების I ეტაპი ჩატარდა.

II ეტაპი უკვე მომავალი წლის თებერვალში იგეგმება, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტის „ეტალონი“ მოსწავლე გამოვლინდება.

Etaloni.ge ღონისძიებების შესაფასებლად კონკურსში ჩართულ პირებს დაუკავშირდა, რომელთაც „ეტალონის“ I ეტაპის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოგვაწოდეს.

მარნეულის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსი ქანან ომაროვი:

„ეტალონის“ მიმართ მარნეულელ მოსწავლეთა ინტერესი ყოველთვის დიდია და მიხარია, რომ წლიდან  წლამდე ეს ინტერესი კიდევ უფრო იზრდება. შესაბამისად, მოსწავლეთა ჩართულობაც მაღალია.  რესურსცენტრის წარმომადგენლები რამდენიმე სკოლაში ვაკვირდებოდით ტესტირების პროცესს. მოსწავლეთათვის აღნიშნული შემეცნებითია და თან საკუთარი ცოდნის შემოწმების არაჩვეულებრივი საშუალებაცაა, „ეტალონში“ მონაწილეობა კი თითოეულისთვის დიდი სურვილი და მიზანია. წარმატებას ვუსურვებ თითოეულ სკოლას და მონაწილეს. დარწმუნებული ვარ, „ეტალონი“ საუკეთესოებს გამოავლენს, ჩვენ კი მუდმივად მხარს დავუჭერთ ასეთ მამულიშვილურ პროექტს.“

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი  მარიამ ტყეშელაშვილი:

"ეტალონში" ჩვენ ყოველწლიურად ვერთვებით. პირველმა ეტაპმა აქტიურად ჩაიარა. აღნიშნულში სკოლების უმრავლესობამ მონაწილეობა მიიღო. ბავშვებმა დიდი მოტივაცია აჩვენეს. ყველას გაცნობიერებული აქვს რას ნიშნავს ეს პროექტი - საკუთარი ცოდნისა და უნარების დაფასებას. „ეტალონი" ეროვნული მედია პროექტია, რომელიც ეთნიკური უმცირესობისთვის ქართული ენისა და ისტორიის შესწავლის მოტივაცია და სრულფასოვან მოქალაქედ ჩამოყალიბების ერთ-ერთი გზაცაა.

მარნეულის N6 საჯარო სკოლა, დირექტორი ლელა ახსაბაძე:

ყველა მოსწავლე მოტივირებულია და მათ გამარჯვება სურთ. მაღალი  ქულები დაიწერა. მეორე ტურისთვის ვემზადებით.  „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატი სტიმულის მიმცემია, პრაქტიკაა სამომავლოდ, მოტივაცია იმისთვის, რომ მეტ ცოდნას დაეუფლონ.


მარნეულის N6 საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი ნანა ჩუბინიძე:

ტესტირების პროცესმა, ინსტრუქციის მიხედვით, მშვიდად და ობიექტურად ჩაიარა. დრო იყო დანიშნული, რომელიც მოსწავლეებმა სრულად გამოიყენეს. მეორე ტურისთვის ვემზადებით. ჩვენი სკოლა რუსულ-ქართული სექტორითაა წარმოდგენილი და ამ პროექტში ბავშვები მასიურად ჩაერთნენ. ეს კი „ეტალონის" პოპულარობაზე მიანიშნებს.

მარნეულის N5 საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი ირმა კალანდაძე:

ტესტირების პროცესში მოსწავლეები ინტერესით ჩაერთნენ. ისინი აღნიშნულით კმაყოფილები არიან და გამარჯვებაც სურთ. ახლა მეორე ტურისთვის ვემზადებით. „ეტალონი“ საკუთარი თავის გამოვლენის, ცოდნისა და უნარების გამომჟღავნების საშუალებას იძლევა.

ქესალოს საჯარო სკოლა, დირექტორი ნურადინ ისმაილოვი:

ტესტირებამ მშვიდად ჩაიარა. მოსწავლეები მონდომებულნი იყვნენ.  მეორე ტურისთვის ვემზადებით. „ეტალონი“ დადებითი და მამოტივირებელი პროექტია. 

ქესალოს საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი მარიამ ლონგურაშვილი:

ტესტირების პროცესმა ობიექტურად ჩაიარა. მოსწავლეები მონდომებულები იყვნენ. საკმაოდ კარგი ქულებიც დაიწერა. მეორე ტურისთვის ვემზადებით. „ეტალონი“ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, ბავშვებს ძალიან მოსწონთ. აღნიშნულით ზოგად ცოდნას იმაღლებენ და უნარ-ჩვევებს იძენენ.

მარადისის საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი ანჟელა ბოლქვაძე:

მოსწავლეები ტესტირებაზე მოტივირებულნი იყვნენ. მთლიანობაში პროცესმა დიდი ინტერესი გამოიწვია. კარგი ქულებიც დაიწერა. მეორე ტურისთვის მზადება უკვე დავიწყეთ.„ეტალონი“ მოწაფეებს მომავალში უკეთესი შედეგების მიღწევაში ეხმარება. 

სიონის საჯარო სკოლა, დირექტორი ჯუმბერ ბორჯოდაშვილი:


ტესტირებაზე საკმაოდ კარგი ქულები დაიწერა. მონაწილეების განწყობა კარგია და მათ გამარჯვება სურთ. მოტივირებულნი არიან. მეორე ტურისთვის ვემზადებით. „ეტალონი“ ძალიან კარგი და საჭირო პროექტია, რომელიც მოსწავლეებს ცოდნის ამაღლებასა და ინტეგრაციაში ეხმარება.

შულავერის N1 საჯარო სკოლა, დირექტორი შალვა ფუტკარაძე:

ტესტირებამ მშვიდად ჩაიარა. მოსწავლეები მოტივირებულნი და მონდომებულნი იყვნენ. მეორე ტურისთვის ვემზადებით. „ეტალონს“ ბავშვები დიდი მოლოდინით ელიან ხოლმე. ეს პროექტი მათი სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნავს.

შულავერის N1 საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი  ლილი ფუტკარაძე:

ტესტირება მშვიდ გარემოში ჩატარდა. მოსწავლეებს მონაწილეობის მიღებისა და შემდეგ ტურში გადასვლის დიდი მოტივაცია აქვთ. მეორე ტურში გადასულებს სკოლა უგულშემატკივრებს. „ეტალონის“ ტიტული მოსწავლეებისთვის ნიშნავს იმას, რომ უფრო განათლებულები და გამორჩეულები არიან.

შაუმიანის N1 საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი ნანა ჭითაძე:

ჩვენი სკოლიდან მონაწილეობა 9 მოსწავლემ მიიღო. ტესტირებამ კარგად ჩაიარა. საკმაოდ მაღალი ქულებიც დაიწერა. აღვნიშნავ, რომ წინა წელს „ეტალონში“ მეორე ადგილი ავიღეთ. ეს არაჩვეულებრივი, შემეცნებითი  პროექტია.

ხოჯორნის საჯარო სკოლა, დირექტორი რიმა გარიბიანი:

ტესტირებაში მონაწილეობას 16 მოსწავლე იღებდა. ყველაფერმა კარგად და მშვიდად ჩაიარა. ძალიან მაგარი, უმაღლესი დონის პროექტია. 

ხოჯორნის საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი ლალი მარგიანი:

ტესტირებამ მშვიდ და ობიექტურ ვითარებაში ჩაიარა. მოსწავლეები მოტივირებულნი იყვნენ. მათ უბრალოდ მონაწილეობის მიღებაც კი ძალიან უხარიათ, თუმცა, რა თქმა უნდა, გამარჯვება სურთ. მაღალი ქულებიც დაიწერა. მეორე ტურისთვის ვემზადებით. „ეტალონი“ არაქართველი ბავშვებისთვის მოტივაციაა, რომ ქართულს უკეთესად დაეუფლონ და მეტი კლასგარეშე ინფორმაცია მიიღონ.

ქაპანახჩის საჯარო სკოლა, დირექტორი ავთანდილ ეფენდიევი:

ტესტირებამ ობიექტურად ჩაიარა. მოსწავლეები მოტივირებულნი იყვნენ. კარგი ქულებიც დაიწერა. „ეტალონი“ ძალიან კარგი პროექტია, რომელიც მოსწავლეებს აზროვნების განვითარებაში ეხმარება. 


შეგახსენებთ, რომ ახალი სასწავლო წლის განმავლობაში „ეტალონი“ ტრადიციულად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქს ესტუმრება და 2018-19 სასწავლო წლის „ეტალონელებს“ გამოავლენს. 

კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპზე სკოლებში გაიმართება შესარჩევი ტესტირებები, მეორე ეტაპი-ადგილზე, მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდის სტუმრობასა და ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს. კონკურსი ივნისში გრანდიოზული ფინალით დაგვირგვინდება.

ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვის მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სკოლის ადმინისტრაციას, საგანმანათლებლო რესურსცენტრს, დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 36 99 45 მოგვწეროთ Facebook-ზე ან შეავსოთ სპეციალური სარეგისტრაციო ფორმა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
NAEC ერთთვიან ვადას ასახელებს - დეტალები
„ჩემს მოსწავლეებს მოვუყვები რა გზა გაიარა გიორგი მამარდაშვილმა საქართველოს ნაკრების გმირობამდე...“
პიროვნება
ის მომავალი თაობის პასუხისმგებლიან მოქალაქეებად ჩამოყალიბებასა და წარმატებულ მომავალზე აქტიურად ზრუნავს
სკოლები
სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო, ნაყოფიერი, შედეგზე ორიენტირებული აქტივობებითაა გაჯერებული
საინტერესო
სწავლობენ სხვისი აზრის გათვალისწინებას და იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ერთი ადამიანის წვლილი საერთო და მასშტაბურ საქმეში
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
სიახლეები
საზოგადოება