სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

არასრულწლოვნებისთვის პიროტექნიკის მიყიდვა შესაძლოა აიკრძალოს
09-12-2018
-
+


პარლამენტის ბიუროს 10 დეკემბრის სხდომაზე „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილებები წარედგინება, რომლის მიხედვითაც, პიროტექნიკის არასრულწლოვანისათვის მიყიდვა ადმინისტრაციული წესით დაისჯება.

„პიროტექნიკურ ნაკეთობებზე არასრულწლოვანთა თავისუფალი წვდომის საფრთხე არაერთხელ დადასტურდა სადღესასწაულო დღეებში პიროტექნიკური ნაკეთობების აფეთქების ან აალების შედეგად არასრულწოვანების მიერ მიღებული სხეულის ნაკლებად მძიმე და მძიმე დაზიანების ფაქტებით. 2018 წლის იანვარში თბილისში მოქმედ სამედიცინო დაწესებულებებში პიროტექნიკით გამოწვეული ტრავმული დაზიანებებით ჰოსპიტალიზებული იყო 44 ადამიანი, მათ შორის 24 არასრულწლოვანი. 2017 წელის დასაწყისშიც პიროტექნიკის გამოყენების შედეგად 54 ადამიანი დაშავდა“, – ნათქვამია პროექტის განმარტებით ბარათში.

ამდენად, პროექტის გათვალისწინებით, პიროტექნიკური ნაკეთობის არასრულწლოვანისათვის მიყიდვა გამოიწვევს ფიზიკური პირის – 100 ლარით, ხოლო იურიდიული პირის 200 ლარით დაჯარიმებას. აღნიშნული ქმედების ერთი წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენა კი, გამოიწვევს ფიზიკური პირის – 200 ლარით, ხოლო იურიდიული პირის 400 ლარით დაჯარიმებას.

კანონპროექტის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენს და საქმეებს იხილავს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს შესაბამისი სამსახური ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.

კანონპროექტის ავტორნი და ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: მარიამ ჯაში, სიმონ ნოზაძე, რევაზ არველაძე, გურამ მაჭარაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე, ენძელა მაჭავარიანი, სვეტლანა კუდბა, რატი იონათამიშვილი და ზაზა გაბუნია.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

ცნობილია, რომელ სკოლებს მიენიჭება პრიორიტეტი - რეგისტრაციის ბოლო ვადა 25 სექტემბერია

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება