სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს“ პირველკურსელთა მიღების უფლება აღუდგა
09-12-2018
-
+


„შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს“ (IBSU) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველკურსელთა მიღების უფლება აღუდგა.

უნივერსიტეტის რექტორის, ილის ჩილოღლუს განცხადებით, საბჭომ მათი მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილა, თუმცა ჯერ ისევ განსახილველია უნივერსიტეტისთვის მობილობის უფლების მინიჭების საკითხი.

მიმდინარე წლის 20 აგვისტოს, მიუხედავად იმისა, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლებელს ავტორიზაცია 6 წლით გაუგრძელდა, IBSU-ს პირველკურსელთა მიღების უფლება ერთი წლის ვადით შეუზღუდა.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის განცხადებით, ავტორიზაციის შეზღუდვა იმ ფინანსურ პრობლემებს უკავშირდებოდა, რომელთა წინაშეც „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს“ იდგა და რაც მათი აზრით, სასწავლო პროცესს სერიოზულ რისკებს შეუქმნიდა. 700 ათასი ლარის ოდენობის დავალიანება, რომელსაც „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს“ შემოსავლების სამსახური ედავებოდა, IBSU-ს ადმინისტრაციამ 26 აგვისტოს გადაიხადა.

ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება უნივერსიტეტმა ავტორიზაციის სააპელაციო საბჭოში გაასაჩივრა. მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს, სააპელაციო საბჭომ მიიჩნია, რომ ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება არ იყო დასაბუთებული და ის ხელახლა განსახილველად დაუბრუნა საბჭოს.

ასევე იხილეთ: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ავტორიზაციის საბჭომ სტუდენტების მიღება ერთი წლით შეუზღუდა


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

ცნობილია, რომელ სკოლებს მიენიჭება პრიორიტეტი - რეგისტრაციის ბოლო ვადა 25 სექტემბერია

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება