სიახლეები
ეტალონი

„ეტალონს“ აუდიტორიის გაოცება შეუძლია“: ბოლნისში 2018-2019 სასწავლო წლის პირველი შესარჩევი ეტაპი ჩატარდა
29-11-2018
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტში 27 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შიდა სასკოლო ტესტირების I ეტაპი ჩატარდა.

II ეტაპი უკვე მომავალი წლის თებერვალში იგეგმება, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტის „ეტალონი“ მოსწავლე გამოვლინდება.

Etaloni.ge ღონისძიებების შესაფასებლად კონკურსში ჩართულ პირებს დაუკავშირდა
, რომელთაც „ეტალონის“  I ეტაპის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოგვაწოდეს.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მოადგილე ვალენტინა ნავერიანი:

მეორე ეტაპისთვის ვემზადებით. ბოლნისი ამ პროექტის მხარდამჭერი იყო ყოველთვის. აღნიშნულში არაქართულენოვანი  ბავშვებიც მონაწილეობენ, რომლებიც აჩვენებენ, რომ ქართულ ენას კარგად ფლობენ და კარგ შედეგებსაც აღწევენ. ფინალში აზერბაიჯანელი ბავშვიც გავიდა. შესაბამისად,  „ეტალონი“ ბავშვებისთვის არაჩვეულებრივია, თავდაჯერებულობა ემატებათ, იმედი  და სტიმული უჩნდებათ.  პროექტი მთლიანობაში დადებითია.  არაჩვეულებრივ ემოციას იწვევს როგორც მონაწილეებში, ისე - დამსწრეებში. დარბაზი სავსეა ხოლმე, აუდიტორიის დაინტერესება და გაოცება კი მოგეხსენებათ რამდენად რთულია. ეს „ეტალონს“ შეუძლია.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსი ია სვანაძე:

ტესტირება  სამუშაო გარემოში ჩატარდა.  ყველა მოსწავლეს საშუალება ჰქონდა შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოევლინა.  პროცესმა  გამჭვირვალედ ჩაიარა. ეს ძალიან კარგი პროექტია, რომელიც შემოქმედებითი უნარების გამომჟღავნებას, განვითარებას, ლიდერობას, სრულფასოვან მოქალაქეებად ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. 

სავანეთის საჯარო სკოლა, დირექტორი ინგა მიქალაძე:

ტესტირებაში მონაწილეობა 29 მონაწილემ მიიღო. ყველას გამარჯვება სურს. მეორე ტურისთვის ვემზადებით და მონაწილეების მოტივაცია და ჩართულობა მაღალია. პროექტი ძალიან კარგია. აღსანიშნავია, რომ სკოლა აზერბაიჯანულია და უმრავლესობა აზერბაიჯანელი მოსწავლეა.  მოსწავლეებმა „ეტალონის“ გამო წიგნების კითხვას მოუმატეს. ასევე, ინფორმაციის მოძიებას აქტიურად შეუდგნენ. 

სავანეთის საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი ირმა ინაძე:

ტესტირების პროცესმა კარგად ჩაიარა. მას 28 მოსწავლე დაესწრო.  მეორე ეტაპისთვის ვემზადებით. „ეტალონი“  განვითარებისთვის და საკუთარი თავის გამოცდისთვის ძალიან კარგი პროექტია. 

კაზრეთის N2 საჯარო სკოლა, დირექტორი დინარა პირველი:

ტესტირებამ კარგად ჩაიარა. საკმაოდ კარგი ქულებიც დაიწერა. მოსწავლეებს გამარჯვება სურთ. მეორე ტურისთვისაც ვემზადებით.  ბავშვები  „ეტალონით“ მიხვდნენ, რომ  მეტი წიგნის კითხვაა საჭირო და ამ მხრივ მოსწავლეებზე პროექტმა ძალიან დადებითად იმოქმედა. 

კაზრეთის N2 საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი ნანა მაღრაძე:

ტესტირებამ კარგად ჩაიარა. მას 56 მოსწავლე დაესწრო. მოწაფეებს გამარჯვების მოტივაცია აქვთ. მეორე ტურისთვის  ვემზადებით. „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატი ძალიან კარგია და ყოველ წელს უფრო მეტი მსურველია. მათ პროექტი  ძალიან მოსწონთ. მისი დახმარებით საკუთარ ცოდნას გამოავლენენ. 

კაზრეთის N1 საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი ნინო სიმონიშვილი:

ტესტირებამ მშვიდ ვითარებაში  ჩაიარა. უმეტეს მოსწავლეს, ვინც მონაწილეობა მიიღო, გამარჯვება სურს. მეორე ტურისთვისაც ვემზადებით. მოსწავლეებს ეს პროექტი მოტივაციას აძლევს, რომ  კარგად ისწავლონ.

ბოლნისის N5 საჯარო სკოლა, დირექტორი მადონა ლომსაძე:

მოსწავლეები მთელი წელი „ეტალონს“ ელოდნენ. შესაბამისად, ტესტირების პროცესში მაღალი მოტივაციით ჩაერთნენ . სულ 72-მა ბავშვმა მიიღო მონაწილეობა. მეორე ტურისთვის ვემზადებით. აღვნიშნავ, რომ მე-9 კლასელი შვილი მყავს, რომელმაც  შარშან რომ მიიღო მონაწილეობა, იმის მერე დიდი სტიმული გაუჩნდა. მონაწილეობას  წელსაც  იღებს და აქვს ამბიცია, რომ ბოლნისის „ეტალონი“ გახდეს. აღვნიშნავ, რომ მოსწავლეთა უმრავლესობას წელს გამარჯვება სურს.  შედეგებით კმაყოფილნი ვართ. 

ბოლნისის N5 საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი ნათია დევნოზაშვილი:

ტესტირების პროცესს 66  მოსწავლე დაესწრო. მათ შესანიშნავი  განწყობა ჰქონდათ. მეორე ტურისთვის ვემზადებით.  მოსწავლეებისთვის „ეტალონი“ ძალიან კარგი მოტივატორია. ისინი ხედავენ რომ მათი ცოდნა ვიღაცისთვის მნიშვნელოვანია და მისი გამოყენების საშუალება ეძლევათ.

რაჭისუბნის საჯარო სკოლა, დირექტორი გულნაზი რეხვიაშვილი:

ტესტირების პროცესმა ინსტრუქციის მიხედვით, კმაყოფილები ვართ. მოსწავლეები მაქსიმალური რაოდენობით დაესწრნენ. მათ აღნიშნეს, რომ  კითხვები საინტერესო იყო. „ეტალონი“ ინტელექტულურ განვითარებას ნიშნავს.

რაჭისუბნის საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი მზევინარ ხუციშვილი:

მოსწავლეებს ტესტირებასთან დაკავშირებით კარგი განწყობა ჰქონდათ. საკმაოდ მაღალი ქულებიც დაიწერა. მეორე ტურისთვის ვემზადებით.  „ეტალონი“ ბავშვებისთვის ცოდნის გაღრმავების წყაროა და წარმატების მხრივ  მაგალითის მიმცემია.

ჯავშანიანის საჯარო სკოლა, დირექტორი მაია ისიანი:

პირველმა ეტაპმა მშვენივრად ჩაიარა.  ვემზადებით მეორე ეტაპისთვის. „ეტალონს“ დადებითად ვაფასებ. აზერბაიჯანული სკოლა ვართ და ჩვენი მოსწავლეების ნაწილი რომ ქართულად კარგად საუბრობს, „ეტალონის“ დამსახურებაც არის. 

ჯავშანიანის საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი ლელა წიკლაური:

ტესტირებამ  მშვიდ გარემოში ჩაიარა. მოსწავლეებს გამარჯვება სურთ და შემდეგ ტურში გადასვლის მოტივაცია აქვთ. მეორე ეტაპისთვის მოწაფეები პედაგოგებთან ემზადებიან. პროექტი სწავლის მოტივაციას ზრდის.

ტანძიის საჯარო სკოლა, დირექტორი თამაზ ბერიანი:

ტესტირებამ მშვიდ გარემოში ჩაიარა. ბავშვები მას ინტერესითა და გულისყურით მოეკიდნენ. მეორე ტურისთვის ვემზადებით. პროექტმა მოსწავლეებში  ძალიან დიდი მოტივაცია აღძრა. მათ დაინახეს თუ რა მხრივ სჭირდებათ მუშაობა.  

ტანძიის საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი ნანა გუჯეჯიანი:

ტესტირებამ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. მოსწავლეები მოტივირებულნი არიან. მეორე ტურისთვის პედაგოგთან ემზადებიან და ჩვენ აქტიურად ვუგულშემატკივრებთ. „ეტალონით“ მოწაფეთა წახალისება ხდება, რომ  მეტი ცოდნა შეიძინონ, რომელსაც გამოიყენებენ.

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლა ადმინისტრატორი ნინო დევნოზაშვილი:

ტესტირებამ კარგად ჩაიარა. საკმაოდ მაღალი ქულებიც დაიწერა. მოსწავლეებს ეს პროექტი მოსწონთ, რადგან ზუსტად საპროგრამო მასალაა შესული. ახლა მეორე ტურისთვის ვემზადებით და ვაპირებთ აქტიურად ვუგულშემატკივროთ. „ეტალონი“ მოწაფეებს გამარჯვებისკენ სწრაფვას და მიზანდასახულობას მატებთ. ძალიან გვიყვარს ეს პროექტი. აღვნიშნავ, რომ ჩვენი მოსწავლე შარშან „ეტალონი“ გახდა და მოსწავლეებს მოტივაცია აქვთ, რომ ეს ტიტული შეინარჩუნონ.

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი ნატალია ხაჩატუროვა:

ტესტირებამ მშვიდ გარემოში, ინსტრუქციის მიხედვით ჩაიარა. მოსწავლეები მონდომებულნი იყვნენ. მეორე ტურისთვის დიდი შემართებით ვემზადებით. ეს პროექტი მართლა კარგია - მოსწავლეები უფრო წარმატებული და სწავლის მიმართ მოტივირებულნი ხდებიან.

კერძო სკოლა „დავითიანი-მარინა გორშკოვა“, დირექტორი მარინა გორშკოვა:

ტესტირებამ, მშვიდ და გადასარევ გარემოში ჩაიარა. შედეგებმა მოლოდინებს გადააჭარბა. ბავშვები პროცესით ძალიან დაინტერესებულნი იყვნენ. მეორე ტურისთვის ვემზადებით. მოსწავლეებს „ეტალონით“ მოტივაცია და სტიმული ეძლევათ. ყველას გამარჯვება და ლიდერობა სურს.  

კერძო სკოლა „დავითიანი-მარინა გორშკოვა“, „ეტალონის“ პედაგოგი დარინა რეხვიაშვილი:

ტესტირებამ ძალიან ნორმალურად ჩაიარა. შედეგებით კმაყოფილნი ვართ. თავად მოსწავლეები მოტივირებულნი იყვნენ. საკმაოდ  მაღალი ქულებიც დაიწერა. რაც შეეხება მეორე ტურს, ვაპირებთ სკოლამ მონაწილეებს სხვადასხვა სახით ვუგულშემატკივროთ. „ეტალონის“ მიმრათ მოსწავლეებს დიდი ინტერსი აქვთ. მოტივაცია უნდებათ, რომ მეტი შეიმეცნონ.


შეგახსენებთ, რომ ახალი სასწავლო წლის განმავლობაში „ეტალონი“ ტრადიციულად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქს ესტუმრება და 2018-19 სასწავლო წლის „ეტალონელებს“ გამოავლენს. 

კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპზე სკოლებში გაიმართება შესარჩევი ტესტირებები, მეორე ეტაპი-ადგილზე, მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდის სტუმრობასა და ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს. კონკურსი ივნისში გრანდიოზული ფინალით დაგვირგვინდება.

ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვის მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სკოლის ადმინისტრაციას, საგანმანათლებლო რესურსცენტრს, დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 36 99 45 მოგვწეროთ Facebook-ზე ან შეავსოთ სპეციალური სარეგისტრაციო ფორმა.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი
„ეტალონი“ სიახლეებითა და გამოწვევებით დატვირთულ 2022 წელს აჯამებს 
სიახლეები
თუ მოსწავლე გაკვეთილზე არ გისმენთ - სტრატეგიები, რომლებიც ყურადღების კონცენტრირებას უწყობს ხელს
წამყვანობისა და მენტორობის საგამოცდო მასალა - ელექტრონული წიგნები და დოკუმენტები
გამოცდა 1-ელ თებერვალს ჩატარდება - NAEC დეტალებზე
საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოს ფუნქციები ზოგადი განათლების შესახებ კანონითაა განსაზღვრული
პიროვნება
სკოლები
სკოლის დირექცია წარჩინებულ - ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს მიღწეულ წარმატებას ულოცავს და წარმატებას უსურვებს
სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგიკა წიგნიერების დონის ამაღლებაზე ზრუნავს...
პროექტის მიზანია არსებული პრობლემების პრევენციისა და მოგვარების გზების დადგენა, სასკოლო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება...
„სკოლისათვის 19 მედალოსანი ნამდვილად შთამბეჭდავია“

ბავშვებმა მანდატურის საქმიანობა შესანიშნავად წარმოადგინეს
საინტერესო
ხერხები, რომლებიც დაგეხმარებათ გაკვეთილი აქციოთ მეტად წარმტაცი, მოსწავლეთა ყურადღება კი მთელი გაკვეთილის მანძილზე შინარჩუნოთ
რატომ უნდა დავტოვოთ მორთული ნაძის ხე თებერვლამდე? - ნათლისღებამდე ნაძვის ხის აღება მხოლოდ ხალხური ტრადიციაა
მსოფლიოს გამორჩეული საბავშვო ბაღები, რომელთაც უნიკალური არქიტექტურა აქვთ
რა აქტივობები შევთავაზოთ არდადეგებიდან დაბრუნებულ მოსწავლეებს?
სიახლეები
საზოგადოება