| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მოქმედ მასწავლებლებს პედაგოგიურ კურსზე რეგიგსტრაციის გავლა მიმდინარე წლის 12 დეკემბრის ჩათვლით შეუძლიათ.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ცნობით, ინდივიდუალური კონსულტირების მიზანია, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაზაზე ხელი შეუწყოს პროფესიული განათლების მასწავლებელთა პედაგოგიური კომპეტენციის ამაღლებას, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოდულური პროგრამების წარმატებით დანერგვას, სტუდენტების შეფასებაში წარმოქმნილი სირთულეების დაძლევას, სასწავლო პროცესის ხარისხიანად წარმართვას. კონსულტირების პროცესი ხელს უწყობს პროფესიული განათლების მასწავლებელს, დააგროვოს შესაბამისი გამოცდილება სტუდენტების შეფასებისას, ობიექტურად შეაფასოს სტუდენტი და გაზომოს სწავლის შედეგები.
ინდივიდუალური კონსულტირების გავლა შეუძლია მხოლოდ იმ მასწავლებელს, რომელსაც გავლილი აქვს პედაგოგიური კურსის ტრენინგ-მოდული - „კომპეტენციებზე დაფუძნებული შეფასება მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებში“.
კონსულტირების პროცესი ინდივიდუალურად წარმოებს მასწავლებელთან პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში. თითოეული მასწავლებლის ინდივიდუალური კონსულტირება შესაძლებელია განხორციელდეს წლის მანძილზე ჯამში არაუმეტეს 6 საათისა, მასწავლებელთა ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით. კონსულტირების პროცესში მკაცრად იქნება დაცული კონფიდენციალობა: მასწავლებლის თანხმობის გარეშე მასალები არ იქნება გაზიარებული სხვა მასწავლებლებისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის.
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება 25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება