სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

ლაგოდეხი წარმატებულ მომავალზე ზრუნვას izrune.ge-სთან ერთად იწყებს
22-11-2018
-
+


ლაგოდეხის საგანმანათლებლო რესურსცენტრში ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის, Izrune.ge-ს პრეზენტაცია გაიმართა.

შეხვედრაზე, რომელსაც ლაგოდეხის რესურსცენტრის უფროსი მანანა ჩიკვაიძე, სკოლის დირექტორები და მასწავლებლები ესწრებოდნენ, პორტალი თავად ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა წარადგინა და იზრუნეს ტესტები აუდიტორიასთან ერთად პირდაპირ რეჟიმში გაიარა.

Izrune.ge-ს შემეცნებითმა, ინდივიდუალურ-გუნდურმა და მამოტივირებელმა მიდგომებმა დამსწრეთა ოვაციები გამოიწვია.

იმ დირექტორთა შეფასებით, რომელთა მოსწავლეებიც უკვე პორტალის აქტიური წევრები არიან, Izrune.ge ახალგაზრდებს კომპიუტერული რესურსების სწორად და ეფექტურად გამოყენებას აჩვევს და უკეთ სწვალის მოტივაციას უჩენს. სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა სისტემური ჩართვითა და „მომავლის კლასის“ ჩამოყალიბებით კი პორტალი ქვეყნის ბედნიერი და წარმატებული მომავლის აღზრდას ემსახურება.

შეხვედრის დასასრულს, საგანმანათლებლო აქტივობების ვებ-გვერდ etaloni.ge-ზე 2017-2018 სასწავლო წელს სკოლისა და სკოლაში მიმდინარე სასწავლო-სააღმზრდელო პროცესების წარმოჩენა-წახალისებისთვის სკოლებსა და წარმატებულ დირექტორებს მადლობის სიგელები თავად პროექტის ავტორმა გადასცა და უპრეცენდენტო ინიციატივაც გააჟღერა - 2018-2019 სასწავლო წელს პირველად გამოვლინდება „საქართველოს ეტალონი პედაგოგი“ და მას საჩუქრად თბილისში ოროთახიანი ბინა გადაეცემა.

წარმატებული სამშენებლო კომპანია „ონიქს დეველოპმენტი“ აღნიშნულ საჩუქარს სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, Izrune.ge-ს მონაცემებზე დაყრდნობით, მომავალ თაობაზე მზრუნველი ადამიანების დაფასებისა და წახალისების მიზნით აწესებს.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება