სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

გაიცანით თბილისის გამორჩეულად მზრუნველი დამრიგებელი
18-11-2018
-
+


თბილისის N167 საჯარო სკოლის 4 კლასის დამრიგებელი რუსუდან გორგაძე მოსწავლეებზე განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენს. 

2018-2019 წლების მაიკროსოპტის ექსპერტ-ინოვატორმა მასწავლებელმა საგანმანათლებლო  ვებ-გვერდ www.izrune.ge-ზე თავისი სადამრიგებლო კლასიდან ყველა მოსწავლე დაარეგისტრირა. 

როგორც izrune.ge-სთან საუბრისას პედაგოგი ამბობს, ეტაკოდის დახმარებით თითოეული მოსწავლის ცოდნის დონეს მუდამ თვალყურს ადევნებს.     
 
„izrune.ge საინტერესო პროექტია. ტექნიკურადაც გამართულია. მე, ჩემმა მოსწავლეებმა და მათმა მშობლებმა ალღო მალე ავუღეთ. მოსწავლეები ყოველთვის მოუთმენლად ელიან ხუთშაბათსა და „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“. ბავშვებს გაკვეთილზე მოაქვთ მათთვის უცხო კითხვები და დამატებით განვიხილავთ და ვმეცადინეობთ. ჩემს მოსწავლეებს  განსაკუთრებულად ბუნება უყვართ. გამოყოფილი გვაქვს ოთხშაბათი დღე, გაკვეთილების შემდეგ ბავშვები რჩებიან სკოლაში და მათთვის საინტერესო თემებზე არაპროგრამულ მეცადინეობებს ვატარებთ. ამ ეტაპზე ძალიან აინტერესებთ ინფორმაცია გადაშენებული ცხოველების შესახებ. ჩემი მოსწავლეები მაიკროსოპტის პროგრამის დახმარებით ლისაბონის ზოოპარკში ვირტუალურად ვამოგზაურე. ჩვენ ყველანაირ სიახლეს მივესალმებით. ძალიან ბევრ შეჯიბრებასა და ოლიმპიადაში ვიღებთ მონაწილეობას, მათ შორის გახლავთ სწორედ izrune.ge, რომელიც უნიკალური შესაძლებლობაა იმისათვის, რომ სკოლამ და ოჯახმა მუდმივად მიიღოს ინფორმაცია ბავშვის ცოდნის დონის შესახებ“,-ამბობს რუსუდან გორგაძე.
                              
მასალის სრულად წასაკითხად ეწვიეთ ბმულს.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

ცნობილია, რომელ სკოლებს მიენიჭება პრიორიტეტი - რეგისტრაციის ბოლო ვადა 25 სექტემბერია

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება