სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ალკოჰოლური სასმელის მოხმარების გამო მოსწავლეებს თბილისის ერთ-ერთი სკოლიდან გარიცხვა ემუქრებათ
17-11-2018
-
+


სკოლის ტერიტორიაზე ალკოჰოლური სასმელის მოხმარების გამო, „ნიუტონის თავისუფალი სკოლის“ მე-11 კლასელებს სასწავლებლიდან გარიცხვა ემუქრებათ.

მოსწავლეებმა ლიმონათის ბოთლში ჩასხმული ჭაჭა სკოლაში ერთი კვირის წინ შეიტანეს, სასმელი კი დიდ შესვენებაზე დალიეს. მე-11 კლასელები პასუხისმგებლობას არ გაურბიან, თუმცა ამბობენ, რომ სასჯელი ზედმეტად მკაცრია. მოსწავლეების ნაწილი ამბობს, რომ შინაგანაწესის დარღვევისთვის, დირექტორმა მათ სასწავლებლიდან საბუთების გატანა მოსთხოვა.

„ერთი კვირის წინ ბავშვებმა სკოლაში სასმელი მოიტანეს და 1-საათიან შესვენებაზე დალიეს. მეტი არაფერი ისეთი არ მომხდარა, არაფერი დაზიანებულა და არავის არაფერი არ მოსვლია. ჩვენ პასუხისმგებლობას არ გავურბივართ და ვამბობთ, რომ სკოლას ამაზე რეაგირება აუცილებლად უნდა მოეხდინა, იმიტომ რომ დანაშაული იყო, თან საკმაოდ მძიმე, თუმცა „ნიუტონის თავისუფალი სკოლა“ ჩვენ მე-6 კლასიდან მოყოლებული გვზრდის, როგორც თავისუფალ ადამიანებს და თავისუფალ საზოგადოებაში შეცდომები მოსულა. ვამბობთ იმას, რომ ჩვენ ამ ფორმას არ მივესალმებით და ბავშვების ერთ დღეში სკოლიდან გაგდება არაფრის მომტანი არ არის“,-ამობბოს ერთ-ერთი მოსწავლე.

სკოლის დირექტორის, გიორგი მელაძის ცნობით კი გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

„გასაგებია, რომ შინაგანაწესის დარღვევა მოხდა და კარგი ფაქტი ნამდვილად არ დაფიქსირებულა, მაგრამ სამწუხაროდ დეტალებს ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ჯერ კიდევ მიმდინარე პროცესია. შეხვედრებია ბავშვებთანაც, მშობლებთანაც. განვიხილავთ რა, როგორ და რანაირად მოხდა - კონკრეტულად ვინ მონაწილეობდა და რანაირად დაისაჯოს. შესაძლებელია სხვადასხვა სიმკაცრის შედეგი მოჰყვეს ამას, მათ შორის შესაძლებელია ვიღაცებს სკოლის დატოვებაც მოუწიოთ“,-ამბობს სკოლის დირექტორი.

საბოლოო გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

წყარო: Imedinews


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

ცნობილია, რომელ სკოლებს მიენიჭება პრიორიტეტი - რეგისტრაციის ბოლო ვადა 25 სექტემბერია

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება