სიახლეები
სიახლეები

საკლასო შეფასების საკითხებით დაინტერესებული მასწავლებლებისთვის ინტერაქტიული ონლაინ პრეზენტაცია ჩატარდება
17-11-2018
-
+


მიმდინარე წლის 21 ნოემბერს, 16:00 საათზე, საკლასო შეფასების საკითხებით დაინტერესებული მასწავლებლებისთვის ვებინარი - ინტერაქტიული ონლაინ პრეზენტაცია ჩატარდება.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ვებინარის თემაა ჯგუფური მუშაობის შეფასება.

ინტერაქტიული ონლაინ პრეზენტაციაზე განხილული იქნება ჯგუფური მუშაობის შეფასების სხვადასხვა ფორმები.

ჯგუფური მუშაობის შეფასების დადებითი და უარყოფითი მხარეების შესახებ ისაუბრებს, როგორც ვებინარის წამყვანი - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების საკლასო შეფასების სპეციალისტი მარიანა ხუნძაყიშვილი, ასევე, იმ სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები, რომლებმაც შეფასების ეს ფორმები სასწავლო პროცესში გამოსცადეს.

ვებინარში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ბმულზე.

დარეგისტრირებულ მსმენელებს გაეგზავნებათ ვებინარის ბმული და ჩართვის ინსტრუქცია.

რეგისტრაცია 19 ნოემბერს დასრულდება.

ვებინარში მონაწილეობა შეეძლება ყველა მოქმედ მასწავლებელს ან მასწავლებლობის მსურველს. ჩართვა შესაძლებელი იქნება კომპიუტერით ნებისმიერი ადგილიდან, სადაც არის ინტერნეტთან წვდომა. ვებინარი იქნება ინტერაქტიული - მასწავლებლებს შეეძლებათ კითხვების დასმა და მათზე პასუხების მიღება.

ასევე იხილეთ:

ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის ინტერაქტიული ონლაინ პრეზენტაციები ჩატარდება

ბიოლოგიის პედაგოგებისთვის და მასწავლებლობის მსურველებისთვის ინტერაქტიული ონლაინ პრეზენტაციების ციკლი იწყება


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ინგლისური ენის ოლიმპიადა პირველად ტარდება

გამორჩეული ათეულების შესახებ გაიგზავნება წარმატების დამადასტურებელი საინფორმაციო წერილები

ოლიმპიადა izrune.ge-ს ტექნოლოგიური პლატფორმის გამოყენებით გაიმართა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადები გრძელდება

ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა 18 და 19 ნოემბერს ონლაინ რეჟიმში ჩატარდა

სიახლეები

2026 წლიდან იურიდიულ ფაკულტეტზე სტუდენტებს მხოლოდ ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტი მიიღებს

მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომდგანლებისთვის შეხვედრა ჩატარდება - დეტალური ინფორმაცია ცნობილია

ბაღების 115-მა თანამშრომელმა ორ სამსახურში მუშაობის უფლება მოითხოვა - დეტალური ინფორმაცია

საბავშვო ბაღებში საახალწლო ტკბილეულს 15 დეკემბრამდე დაარიგებენ - სასაჩუქრე ნაკრებში 10 სახეობის ტკბილეული და სათამაშო იქნება

„ეტალონის“ ინგლისური ენის ოლიმპიადა პირველად ტარდება

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

„მოსწავლის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ სკოლაში იყოს თბილი, მხარდამჭერი და შთამაგონებელი გარემო“
 
სკოლები

ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობდნენ მეორე კლასის მოსწავლეები, მათი მშობლები და მასწავლებლები

მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებმა სკოლა-გიმნაზიაში განსახორციელებელი აქტივობების საინტერესო პროექტები წარმოადგინეს

სტუმარმა მოსწავლე-მასწავლებლებს საჩუქრად გადასცა ხორბლის ენდემური სახეობები

 

საინტერესო

გამორჩეული ათეულების შესახებ გაიგზავნება წარმატების დამადასტურებელი საინფორმაციო წერილები

ოლიმპიადა izrune.ge-ს ტექნოლოგიური პლატფორმის გამოყენებით გაიმართა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადები გრძელდება

მასწავლებლებს  დატვირთვას ხელოვნური ინტელექტი შეუმსუბუქებს - ბრიტანეთის მთავრობის ახალი პროექტი

ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა 18 და 19 ნოემბერს ონლაინ რეჟიმში ჩატარდა

სიახლეები
საზოგადოება