სიახლეები
ეტალონი

„მოსწავლეები „ეტალონით“ აღფრთოვანებულები არიან“ - შუახევში 2018-2019 სასწავლო წლის პირველი შესარჩევი ეტაპი ჩატარდა
15-11-2018
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ სკოლებში მთელი საქართველოს მასშტაბით გრძელდება. შიდა სასკოლო შესარჩევი I ეტაპი 14 ნოემბერს შუახევის მუნიციპალიტეტის სკოლებში ჩატარდა. II ეტაპი კი მომავალი წლის დასაწყისში გაიმართება, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტის „ეტალონი“ მოსწავლე გამოვლინდება.

Etaloni.ge ღონისძიებების შესაფასებლად კონკურსში ჩართულ პირებს დაუკავშირდა, რომელთაც „ეტალონის“ I ეტაპის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოგვაწოდეს.

შუახევის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსი, ედუარდ გოგრაჭაძე:

„ეტალონში“ დიდი ხანია ვმონაწილეობთ. ამჟამადაც ყველა სკოლა სიხარულით ჩაერთო. მოსწავლეებმა კარგი შედეგებიც აჩვენეს. მეორე ეტაპისთვის ვემზადებით. აღნიშნულში  მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირებიც არიან ჩართულნი. „ეტალონი“ ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის მოსწავლეებში მოტივაციის ზრდასა და წიგნიერებას ემსახურება. პროექტი სკოლებს ძალიან ეხმარება,  რომ განათლების დონემ კიდევ უფრო აიწიოს.

შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი ფრიდონ დავითაძე:

მივესალმებით პროექტ „ეტალონს“ და მადლობა რომ არსებობს. ასევე, მადლობას ვუხდით პროექტის ორგანიზატორებს, რომ საშუალება მისცეს ახალგაზრდობას ცოდნა გამოევლინათ, რაც ჩვენ ქვეყანას სამომავლოდ გამოადგება. პროექტის პირველი ეტაპი ორგანიზებულად ჩატარდა და მეორე ეტაპისთვის ვემზადებით.  

დაბაძველის საჯარო სკოლა, დირექტორი გოჩა ზურაბაშვილი:

მცირეკონტიგენტიანი სკოლა ვართ და ტესტირებაში 4 მოსწავლე მონაწილეობდა. ბარიერი  3-მა გადალახა. ძალიან კარგი ქულები დაიწერა. მოსწავლეთა შემართება მაღალი იყო. სკოლა მეორე ტურში გადასულებს აქტიურად უგულშემატკივრებს. „ეტალონი“ ძალიან კარგი პროექტია, ის მოსწავლეებს პრაქტიკასა და გამოცდილებას აძლევს.

დაბაძველის საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი რუსუდან დარჩიძე:

ტესტირებამ კარგად ჩაიარა. საკმაოდ კარგი ქულებიც დაიწერა. მცირეკონტიგენტიანი სკოლა ვართ და აღნიშნულს 4 მოსწავლე დაესწრო. მეორე ტურში გადასულ მონაწილეებს აუცილებლად ვუგულშემატკივრებთ. „ეტალონით“ მოსწავლეები ცოდნასა და მოტივაციას იძენენ.

ჟანივრის საჯარო სკოლა, დირექტორი დარეჯან ტაკიძე:

მცირეკონტიგენტიანი სკოლა ვართ და ტესტირებას ორი მოსწავლე დაესწრო. მათ კარგი განწყობა ჰქონდათ. როგორც აღნიშნავენ, ძალიან მოსწონთ „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატი და ერთი სული ჰქონდათ თუ როდის დაიწყებოდა.  რა თქმა უნდა, ასეთი პროექტები მნიშვნელოვანია, რადგან მოსწავლეებს სწავლის მეტ სტიმულს აძლევს.

ნაღვარევის საჯარო სკოლა, დირექტორი მერი ტაკიძე:

ტესტირებამ კარგად ჩაიარა. მცირეკონტიგენტიანი სკოლა ვართ და ამიტომ  მასში მონაწილეობა 9  მოსწავლემ მიიღო. მეორე ტურისთვისაც აქტიურად ვემზადებით. ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონს“ მხოლოდ დადებითად ვაფასებთ. ბავშვები აღფრთოვანებულები არიან. ისინი ამ პროექტით ცოდნას იღრმავებენ და გამოცდილებას იღებენ.

ჭვანის საჯარო სკოლა, დირექტორი ლევან კილაძე:

ტესტირებამ ობიექტურად ჩაიარა. მასში მონაწილეობა 18-მა ბავშვმა მიიღო. ყველას გამარჯვება სურს. მეორე ტურის ღონისძიებას სკოლის წარმომადგენლები დაესწრებიან. პროექტი ზოგად განათლებასა და მათი ინტერესის გამრავალფეროვნებას გულისხმობს.

ტომაშეთის საჯარო სკოლა, დირექტორი გურამ ფუტკარაძე:

ტესტირებამ მშვიდად ჩაიარა. მოსწავლეები პროცესს მოტივირებულნი  დაესწრნენ. მეორე ტურისთვის ვემზადებით. „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატი ძალიან მნიშვნელოვანია სწავლის ხარისხის გაუმჯობესებისთვის.

ტომაშეთის საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი სიმონ ფუტკარაძე:

ტესტირება მშვიდ გარემოში ჩატარდა. მოსწავლეებს მონაწილეობის მიღებისა და შემდეგ ტურში გადასვლის დიდი მოტივაცია აქვთ. მეორე ტურში გადასულებს სკოლა უგულშემატკივრებს. ეს პროექტი მოწაფეებს სწავლისა და ცოდნის განმტკიცების მოტივაციას აძლევს.

დღვანის საჯარო სკოლა, დირექტორი გულაზ ფუტკარაძე:

ტესტირებაზე მოსწავლეებს კარგი განწყობა ჰქონდათ. მათ ძალიან მოსწონთ „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატი. პროექტი მნიშვნელოვანია, რადგან მოწაფეებს წინსვლისა და წარმტების მიღწევის მოტივაციას აძლევენ.  

ხიჭაურის საჯარო სკოლა, დირექტორი მამუდ მიქელაძე:

ტესტირებაში მოსწავლეთა უმრავლესობამ  მონაწილეობა მიიღო. ბავშვებს „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატი ძალიან აინტერესებთ. მეორე ტურს აქტიურად დავესწრებით.  „ეტალონი“ ნამდვილად საჭირო პროექტია, რადგან მოსწავლეებს ცოდნისა და ინტელექტის ამაღლებაში ეხმარება.

საქართველოს საპატრიარქოს ხიჭაურის წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი მელანო ზოიძე:

ტესტირებამ კარგად ჩაიარა. საკმაოდ მაღალი ქულებიც დაიწერა. სულ 52 ბავშვი იყო ჩართული. მეორე ტურში გადასულ მონაწილეებს აუცილებლად ვუგულშემატკივრებთ. „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატი მათ დიდ მოტივაციას აძლევს და საკუთარი თავის სწორად შეფასებას ასწავლის.

ზემოხევის საჯარო სკოლა, დირექტორი რომან კონცელიძე:

ტესტირებამ კარგად ჩაიარა. მეორე ტურისთვის ვემზადებით.  „ეტალონის“ ძალიან კარგი პროექტია და მივესალმებით.

ზემოხევის საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი გულთამზე ქარცივაძე:

ტესტირებამ კარგად ჩაიარა. მოსწავლეებს კითხვები არ ერთულათ. სრული დასწრება იყო. კარგი ქულებიც დაიწერა. მეორე ტურისთვის ვემზადებით. „ეტალონით“  მოწაფეები გამოცდილებას იღებენ. ბავშვებს ეს პროექტი ძალიან მოსწონთ და მის დაწყებას დიდი ინტერესით ელოდნენ.

შეგახსენებთ, რომ ახალი სასწავლო წლის განმავლობაში „ეტალონი“ ტრადიციულად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქს ესტუმრება და 2018-2019 სასწავლო წლის „ეტალონელებს“ გამოავლენს. 

კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპზე სკოლებში გაიმართება შესარჩევი ტესტირებები, მეორე ეტაპი-ადგილზე, მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდის სტუმრობასა და ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს. კონკურსი ივნისში გრანდიოზული ფინალით დაგვირგვინდება.

ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვის მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სკოლის ადმინისტრაციას, საგანმანათლებლო რესურსცენტრს, დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 36 99 45 მოგვწეროთ Facebook-ზე ან შეავსოთ სპეციალური სარეგისტრაციო ფორმა.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პედაგოგი განმარტავდა, რომ მან საკუთარი სიმართლისა და რეპუტაციის დაცვის მიზნით გაამჟღავნა აღნიშნული ინფორმაცია...
ბაღის თანამშრომლების პროფესიული განვითარების ცენტრი შეიქმნება - დეტალები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება