სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ლიტერატურის სტანდარტს 27 ახალი ლექსი დავამატეთ... ძალიან გაღარიბებული იყო წინა პროგრამა“ - მახარაშვილი ახალი სახელმძღვანელოების დეტალებზე
16-07-2026
-
+


განათლების მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა, სატელევიზიო ეთერში ყველა ცვლილებაზე ისაუბრა, რომელიც განახლებულ სახელმძღვანელოებს 2026-2027 სასწავლო წლიდან შეეხება.

„პირველად შემოდის ქართული ენა ცალკე საგნად, ლიტერატურა ცალკე იქნება, საქართველოს ისტორია და მსოფლიო ისტორია კი ცალ-ცალკე ისწავლება მე-7, მე-8, მე-9 კლასებში“, - განმარტა მახარაშვილმა და დასძინა, რომ მე-10 კლასში ისტორია „აბსოლუტურად სხვა მეთოდოლოგიით იქნება წარმოდგენილი“.

„მოსწავლე, რომელსაც საქართველოს ისტორია უკვე გავლილი აქვს, მასალას არა ქრონოლოგიურად, არამედ თემების მიხედვით ისწავლის - ეს ერთგვარი მოგზაურობაა ნაცნობ მასალაში ისეთი თემების გარშემო, როგორებიცაა: ომი, საზოგადოება, ჩვენი გმირები და სხვ. მოსწავლე ადრე მიღებულ ცოდნას თავს უყრის და მსოფლიო ისტორიასთან პარალელებს ავლებს, რაც ანალიტიკური აზროვნების ჩამოყალიბებას ემსახურება.

ისტორიის სახელმძღვანელოებში მუზეუმებიდან 500-ზე მეტი უნიკალური საგანძურის ნიმუშია წარმოდგენილი ვიზუალურად ან QR კოდებით, რაც ინფორმაციას გვაწვდის, თუ სად რა ინახება. დარწმუნებული ვარ, ექსკურსიების დაგეგმვისას ბავშვებს უკვე ეცოდინებათ, რის ნახვა სურთ. გარდა ამისა, QR კოდებით ინტეგრირებულია დოკუმენტური ფილმები და საარქივო მასალები ილიაზე, ვაჟაზე, აკაკისა თუ ექვთიმე თაყაიშვილზე. ამ უცნობი ისტორიების გამო წიგნებს მშობლებიც ვერ მოწყდებიან... ისტორიაში მნიშვნელოვანი სიახლეა წყაროებზე მუშაობის პრინციპიც - მოსწავლე  გაეცნობა სხვადასხვა წყაროს, შეაპირისპირებს მათ და განსაზღვრავს, რომელია უფრო სანდო. ამით ბავშვი კრიტიკულად აზროვნებს და პროცესის მონაწილე ხდება, ნაცვლად მშრალი დაზეპირებისა. ქართულ ლიტერატურაში კი სტანდარტს 27 ახალი ლექსი დავამატეთ.

მთლიანი სასკოლო საფეხურის ფარგლებში ილიას, ვაჟასა და აკაკის ნაწარმოებებიც ბევრი შეემატა. გარდა ამისა, შევიტანეთ მურმან ლებანიძის, მუხრან მაჭავარიანისა და ჯანსუღ ჩარკვიანის ისეთი ლექსები, რომლებიც მთელმა ერმა ზეპირად იცის და მღერის.

შეუძლებელია, ამ ნიმუშებს ბავშვებს სკოლაში არ ვასწავლიდეთ. აქედან ჩანს, რამდენად გაღარიბებული იყო წინა პროგრამა. ბედნიერები ვართ, რომ იწყება ახალი ეტაპი - რასაც სკოლაში პატრიოტი მოქალაქის აღზრდის დაბრუნება ჰქვია. პატივს ვცემთ მოსწავლეებს და ყველაფერი გავაკეთეთ, რომ სასწავლო პროცესი მათთვის მეთოდოლოგიურად მისაღები იყოს, მასწავლებელი კი - შესაბამისი ინფორმაციით წელგამართული“.

 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლებს აპელაციისთვის გადახდილი თანხის დაბრუნება შეუძლიათ - ვადები, პირობები და სხვა დეტალები

2026-2027 სასწავლო წლის საათობრივი ბადე - რომელ საგნებშია ყველაზე მეტი და ყველაზე ნაკლები დატვირთვა

ვებინარს საბავშვო ბაღის აღმზრდელი ჩაატარებს - ინფორმაციას მასწავლებლის სახლი ავრცელებს

რომელი დამრიგებლები მიიღებენ 250 ლარიან დანამატს ახალი სასწავლო წლიდან 

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

„გვყავს 7 წარმატებული კურსდამთავრებული, რომელთა მიღწევაც ჩვენი სკოლისთვის დიდი სიამაყისა და სიხარულის საფუძველია“

„გისურვებთ პროფესიულ წინსვლასა და წარმატებას ჩვენი სკოლისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ“
 
მან ბანაკში, საინტერესო და შემეცნებითი დღეები გაატარა
 
შვიდდღიანი საბანაკე პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები თემატურ ტრენინგებში, გუნდურ შეჯიბრებებსა და შემოქმედებით ღონისძიებებში იყვნენ ჩართულნი
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება