სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

გაფრთხილება გამოცდასთან დაკავშირებით - NAEC ინფორმაციას ავრცელებს
16-07-2026
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, 17 ივლისს სტუდენტთა საგრანტო კონკურსი (მეორე სესია) ჩატარდება.

ცენტრი გამოსაცდელებს შეახსენებს, რომ გამოცდაზე გამოცხადების დროისა და საგამოცდო ცენტრის მისამართის შესახებ დეტალური ინფორმაცია მითითებულია საგამოცდო ბარათზე.

მნიშვნელოვანია, რომ თითოეული აპლიკანტი გამოცდაზე დროულად გამოცხადდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტითა და საგამოცდო ბარათით, მასზე მითითებულ დროსა და ადგილას. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოსაცდელები გამოცდაზე აღარ დაიშვებიან.

კონკურსის მონაწილეებმა ასევე უნდა გაითვალისწინონ, რომ გამოცდაზე არ შეიძლება არცერთი ნივთის შეტანა, გარდა წყლისა (პლასტმასის ბოთლით), ჰიგიენური ნივთებისა და, სურვილის შემთხვევაში, საწერი კალმისა (გელიანი (ე. წ. ტუშის), შავი ფერის, 0,5–0,7 მმ-იანი ბურთულიანი წვერით). მობილური ტელეფონისა და სხვა პირადი ნივთების ჩაბარება შესაძლებელი იქნება ცენტრში შესვლისთანავე, ნივთების შესანახ სივრცეში.

შეგახსენებთ, რომ კონკურსი ბაკალავრიატის სტუდენტებს სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების ან არსებული დაფინანსების გაუმჯობესების შესაძლებლობას აძლევს. წელს კონკურსში მონაწილეობის სურვილი 700-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ 2025 წლის 17 დეკემბრამდე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტებს, რომლებმაც ვერ მოიპოვეს სრული ან ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო გრანტი. თუ სტუდენტმა კონკურსის შედეგად ვერ გაიუმჯობესა დაფინანსება, მას უნარჩუნდება მანამდე მოპოვებული გრანტი და სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე დარეგისტრირება მომავალშიც 2030–2031 სასწავლო წლის ჩათვლით შეეძლება.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლებს აპელაციისთვის გადახდილი თანხის დაბრუნება შეუძლიათ - ვადები, პირობები და სხვა დეტალები

2026-2027 სასწავლო წლის საათობრივი ბადე - რომელ საგნებშია ყველაზე მეტი და ყველაზე ნაკლები დატვირთვა

ვებინარს საბავშვო ბაღის აღმზრდელი ჩაატარებს - ინფორმაციას მასწავლებლის სახლი ავრცელებს

რომელი დამრიგებლები მიიღებენ 250 ლარიან დანამატს ახალი სასწავლო წლიდან 

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

„გვყავს 7 წარმატებული კურსდამთავრებული, რომელთა მიღწევაც ჩვენი სკოლისთვის დიდი სიამაყისა და სიხარულის საფუძველია“

„გისურვებთ პროფესიულ წინსვლასა და წარმატებას ჩვენი სკოლისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ“
 
მან ბანაკში, საინტერესო და შემეცნებითი დღეები გაატარა
 
შვიდდღიანი საბანაკე პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები თემატურ ტრენინგებში, გუნდურ შეჯიბრებებსა და შემოქმედებით ღონისძიებებში იყვნენ ჩართულნი
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება