სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჩიხის საჯარო სკოლაში პენსიაზე გასულ ღვაწლმოსილ პედაგოგებს ღონისძიება მიუძღვნეს
13-11-2018
-
+


საჩხერის მუნიციპალიტეტის, ჩიხის საჯარო სკოლაში პენსიაზე გასულ ღვაწლმოსილ პედაგოგებს რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ ლუბა ტალახაძესა და ფიზიკის მასწავლებელ ელენე ენუქიძეს ღონისძიება მიუძღვნეს.

სკოლის აღსაზრდელებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს.

ღონისძიებას მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. პედაგოგებს საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ივანაშვილმა, მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბენიამინ ფალავანდიშვილმა, გამგებლის მოადგილემ თამაზ ნადირაძემ და საკრებულოს წარმომადგენელმა მარინა კაციტაძემ საჩუქრები გადასცეს. რესურსცენტრის უფროსმა ცისმარ მაჭარაშვილმა კი მომავალი თაობის აღზრდის საქმეში პედაგოგთა ღვაწლი აღნიშნა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ჩიხის თემის დეპუტატი კობა ხვედელიძე, საჩხერის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები - მამუკა ჭიღლაძე, ტარიელ სივსივაძე, ლიკა ხვედელიძე, ორღულის საჯარო სკოლის დირექტორი მელანო ჩხიტუნიძე და უცხოელი მოხალისე კაილა მაკმილანი.

ჩიხის საჯარო სკოლა ლუბა ტალახაძეს და ელენე ენუქიძეს ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს უსურვებს.

„პედაგოგები ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის მანძილზე ემსახურნენ მოსწავლე- ახალგაზდობის აღზრდის საპატიო საქმეს, მათი აღზრდილი ადამიანები წარმატებით მოღვაწეობენ სხვადასხვა სფეროში. იყო ცრემლი და ღიმილი, მოგონებები და მადლობის სიტყვები მათ მიერ გაწეული საქმიანობისათვის“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებელის ახალი პასუხისმგებლობები და კომპეტენციები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

მოსწავლეებმა დაამზადეს ბროშურა, სადაც ქართველ სახელოვან მწერალთა შესახებ ცნობები დაიტანეს

დირექციამ და პედაგოგებმა გამორჩეულად იზრუნეს პირველკლასელთა მოტივაციაზე

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას

სკოლის დირექტორმა, ნინო ღლონტმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება