| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ბელორუსიაში, ქალაქ ნოვოპოლოცკში საესტრადო სიმღერების კონკურსზე დარეგისტრირებული 255 მოსწავლიდან, საქართველოდან მონაწილეობის უფლება თბილისის კერძო სკოლა-ლიცეუმ „ცოდნას“ VII კლასის მოსწავლემ ნიკოლოზ ალავიძემ მოიპოვა.
აღნიშნულ კონკურსზე ნიკოლოზ ალავიძე წარსდგა ორი სიმღერით: მამია ხატელაშვილის „კარგი ხარ, გოგოვ!“ და სიმღერა ესპანური კინოფილმიდან „დაე ილაპარაკონ“. მისმა სიმღერებმა ჟიურის მოწონება დაიმსახურა.
გამარჯვებულთა გალა-კონცერტის გახსნა ნიკოლოზ ალავიძეს ხვდა წილად, რაც მისი ნიჭის დიდი აღიარებაა.
ოთხდღიანი ტურნე მეტად წარმატებული გამოდგა მისთვის, ის ხელდამშვენებული დაბრუნდა საქართველოში. სხვადასხვა პრიზებთან ერთად მიიღო განსაკუთრებული პრიზი ნოუთბუქი, რომელიც გადასცა ნოვოპოლოცკის მერმა, დიმიტრი დემიდოვმა.
კონკურსზე მიწვეული იყო სკოლა-ლიცეუმის სიმღერის გუნდის „ხმა-ცოდნისა“ ხელმძღვანელი და ამ კონკურსის ჟიურის წევრი საქართველოდან ბადრი გვილავა.
ბელორუსიაში, ქალაქ ნოვოპოლოცკში საესტრადო სიმღერების ახალგაზრდა შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსი მიმდინარე წლის 3-4 ნოემბერს გაიმართა.
იხილეთ ფოტოები
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
წამყვანი და მენტორი მასწავლებელის ახალი პასუხისმგებლობები და კომპეტენციები
იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია
ახლახან მოსწავლეებს კუთვნილი სიგელები საზეიმოდ გადაეცათ
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ