| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ტყემლანის საჯარო სკოლამ სპორტული მოედანი საზეიმოდ გახსნა. ინფრასტრუქტურული სამუშაოები საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ სკოლაზე გამოყოფილი შესაბამისი სახსრებით განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხელოვნურსაფარიანი გარე სპორტული მოედანი მოეწყო.
სკოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა და სპორტის განვითარება.
„სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება კი დაგვეხმარება ხელი შევუწყოთ სკოლაში სპორტის გაკვეთილების სათანადო დონეზე ჩატარებას, მოსწავლეთა ჩართვას რეგულარულ სპორტულ საქმიანობაში, წარმატებებს დიდ სპორტში და მოსწავლეთა სრულფასოვან პიროვნებად ჩამოყალიბებას“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
სკოლას სპორტული მოედანი მიულოცეს და სპორტის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერებათა თავისუფალი პროფკავშირის წარმომადგენლებმა.
გახსნის ცერემონიალის შემდეგ გაიმართა მხიარული სტარტები და მინი ფეხბურთი, სადაც ტყემლანის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად საყუნეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ტყემლანის საჯარო სკოლა მადლობას უხდის ღონისძიებაში მონაწილე ყველა მოსწავლეს, მასწავლებელს და მობრძანებულ სტუმარს.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს
ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს
პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ