სიახლეები
ყველაზე პოპულარული
რჩევები

ზღაპრები თუ რეალობა - როგორ ავუხსნათ ბავშვებს სიკვდილი
07-11-2018
-
+


„სხვა სამყაროში გაემგზავრა, საუკუნო სიზმრებს მიეცა და დიდი ხნით დაიძინა, არსად გამქრალა, გვიყურებს ციდან...“ - რა შესატყვისი არ მოვუგონეთ სიკვდილს, მაგრამ მისი გაგება ბავშვებს კი არა უფროსებსაც გვიჭირს.

როგორ უხერხულობასაც არ უნდა ქმნიდეს მასზე საუბარი, დგება დღე, როდესაც შვილებისთვის პასუხის გაცემა გვიწევს.

როდის უჩნდებათ ბავშვებს სიკვდილის მიმართ ინტერესი და როგორ ავუხსნათ ეს მოვლენა შვილებს -  Etaloni.ge გირჩევთ: 

ბავშვები უყურებენ ტელევიზორს, კითხულობენ წიგნებს, ისმენენ უფროსების საუბარს და იწყებენ ფიქრს, რომ ცხოვრება სადღაც მთავრდება... 

ასაკის მიხედვით ისინი განსხვავებულად აღიქვამენ სიკვდილს:

3-5 წლის პატარები მას დროებით პროცესად, ავადმყოფობის მსგავს მოვლენად იაზრებენ. მათ წარმოდგენას ზღაპრებიც ამტკიცებს, იქ გმირების გაცოცხლება ხომ ძალიან მარტივია, თუნდაც უკვდავების წყლითა და კოცნით.

6-9 წლის ბავშვებს უკვე უჩნდებათ შეუქცევადობის შეგრძნება და ხვდებიან, რომ გარდაცვლილები უკან არ ბრუნდებიან. ეწყებათ საყვარელი ადამიანების დაკარგვის შიში, მაგრამ საკუთარ დასასრულს ვერ წარმოიდგენენ. მათთვის სიკვდილი ბაბა-იაგასთან ან ჩონჩხთან იგივდება.

9-11 წლის ასაკში მოზარდი იწყებს ცხოვრების საზრისზე ფიქრს და სიკვდილს გარდაუვალ მოვლენად განიხილავს.

ბავშვი შედარებით უმტკივნეულოდ მიიღებს საკითხს, თუ მასზე მშობლები ღიად ესაუბრებიან. რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია, მისი ხასიათი და მზაობა სიახლეების მიმართ.

ფსიქოლოგები ბავშვებთან მსგავს დელიკატურ საკითხებზე საუბრისას შემდეგი რეკომენდაციების გათვალისწინებას გვირჩევენ:

ისაუბრეთ ღიად, გულწრფელად და ბავშვისთვის გასაგები ლექსიკით. ეტაპობრივად, რაც შეიძლება უმტკივნეულოდ აუხსენით მისი მნიშვნელობა.

ნუ დაფარავთ საკუთარ ემოციებს. გამოხატეთ წუხილი საყვარელი ადამიანის ან ნაცნობის გარდაცვალებისას, გაუზიარეთ პატარას თქვენი გრძნობები და შეგრძნებები, მაგრამ ნუ შეაშინებთ. უთხარით, რომ სიკდილი სიცოცხლის თანმდევი ბუნებრივი მოვლენაა.

თავიდან ააცილეთ ბავშვს ზედმეტი სტრესი და მძაფრი შეგრძნებები. ნუ წაიყვანთ დაკრძალვაზე და ნუ მოასმენინებთ დატირებას. 

კითხვაზე რატომ კვდებიან ადამიანები, უპასუხეთ, რომ დედამიწაზე არაფერია სამუდამო. ნათქვამის ნათელსაყოფად კი თვალსაჩინო მაგალითები მოუყვანეთ, თუნდაც ის, რომ ფოთლები გაზაფხულზე იბადებიან და შემოდგომაზე იწყებენ ცვენას, რადგან ხეს თავიდან აყვავების საშუალება მისცენ. 

დედა და მამა ყოველთვის ცოცხლები იქნებიან, ხომ? - ეს კითხვა ბავშვებს ძირითადად 5-7 წლის ასაკში უჩნდებათ. ნუ მოატყუებთ პატარას, უთხარით, რომ მშობლებიც წავლენ იმ ქვეყნად, ოღონდ ძალიან, ძალიან ბევრი წლის შემდეგ.

რა იქნება სიკვდილის შემდეგ? - მორწმუნეები ხშირად პასუხობენ, რომ სიკვდილი სხეულის განსვენება და სულის სხვა სამყაროში გარდაცვალებაა. ათეისტების თქმით კი, სიკვდილს ადამიანი მიჰყავს, მაგრამ მასზე მოგონებები ყოველთვის რჩებიან ჩვენთან.

მშობელზე უკეთ არავინ იცნობს შვილსა და მის შინაგან სამყაროს, მგრძნობიარე საკითხებზე საუბრისას, ზოგადი რჩევები არ კმარა და ინდივიდუალური მიდგომები გასათვალისწინებელია. ამდენად, თავად უკეთ მიხვდებით რა ფორმით გასცეთ პასუხები მის დასმულ კითხვებს. მთავარია, არ მოატყუოთ და რეალური ცხოვრებისთვის შეამზადოთ, სიკვდილზე საუბრი ადრე თუ გვიან მაინც მოგიწევთ.

კომენტარები


ეტალონი

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პედაგოგების საყურადღებოდ - ვებინარების ციკლი იწყება

5103 ლარიანი დანამატი მიეცემათ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ჩარიცხულ პირებს, რომლებიც 11 თვე სრულად იმსახურებენ 

ცნობილია იმ საბავშვო ბაღების სია, რომელთა შესახებაც საბჭო უახლოეს დღეებში იმსჯელებს - ჩამონათვალი 

3 მთავარი ცვლილება მასწავლებლებისთვის - დამატებითი უფლებები და პირობები კანონით განისაზღვრა

კანონში მასწავლებლის ახალი თანამდებობები ჩნდება

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მე-8 კლასის მოსწავლეებმა ისაუბრეს თავიანთ საყვარელ ნაწარმოებებზე

„ეს დღე იყო ცოდნის გაღრმავების, კულტურული მემკვიდრეობის გაცნობისა და სასიამოვნო ემოციების გაზიარების საუკეთესო შესაძლებლობა“

„მადლობა მასწავლებლებს, გაწეული შრომისთვის და მადლობა მშობლებს სამაგალითო შვილების აღზრდისთვის“

მეოთხე კლასის მოსწავლეები დიდი სიყვარულით დაემშვიდობნენ მზიურ ოქროაძეს, პირველ მასწავლებელს, რომელსაც პატარებმა დაუვიწყარი წუთები აჩუქეს

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება