სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ახალციხის N5 საჯარო სკოლაში იაკობ გოგებაშვილის დაბადების 178-ე წლისთავი აღნიშნეს
02-11-2018
-
+


ახალციხის N5 საჯარო სკოლაში გასული კვირა ზეიმად იქცა, რადგან დიდი ქართველი პედაგოგის, მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, იაკობ გოგებაშვილის დაბადების 178-ე წლისთავს მიეძღვნა. 

თემა გახლდათ: „იაკობმა მისცა ფრთები ქართველს ცაში ასაფრენად“.

კვირეულის პირველ დღეს მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებში კონკურსი ჩატარდა თემაზე: „რა ვიცით იაკობ გოგებაშვილის შესახებ“. 

გაიმარჯვა შვიდმა მოსწავლემ: მარიამ ჭაბაშვილმა (V კლასი), მარიამ ქომოშვილმა (VI კლასი), ელენე ხუციშვილს (VIგ კლასი), ნიკოლოზ შერაზადაშვილს (VIბ კლასი), თამარ მაისურაძეს (VIბ კლასი), ლუკა ბეროშვილს (VIგ კლასი), საბა საურიდს (VIგ კლასი) სიგელები გადაეცათ.

კვირეულის მეორე დღეს Iგ და Iე კლასებში (მასწავლებლები: რიტა კირკიტაძე და ხათუნა ჯანაშვილი)  ქართულ ენაში საჩვენებელი გაკვეთილები ჩატარდა.  

როგორც სკოლის წარმომადგენელი აცხადებს, აღნიშნულმა პოზიტიურ ფონზე ჩაიარა: 

„პირველი ასო-ბგერის გაცნობა, პირველი სიტყვისა და პირველი წინადადების წაკითხვა, პირველი ასოების დაწერა - ეს ყოველივე იმდენად სასიხარულო, საზეიმო და ამაღელვებელი იყო, რომ წარუშლელი კვალი დატოვა როგორც დამსწრე მასწავლებლებზე, ასევე - მოსწავლეებზე. მასწავლებელთა პროფესიონალიზმმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ უკვდავია იაკობი და დედა ენა, რომლებიც ქართველი კაცის ცნობიერებაში განუყოფელი ცნებებია". 

კვირეულის მესამე დღეს ჩატარდა კონფერენცია თემაზე: „იაკობი და დედა ენა“. მომხსენებლები იყვნენ დაწყებითი კლასის მასწავლებლები: ციალა ასპანიძე, ლია კაველიძე, ზოია ზაზაშვილი, მარინე მიქაბერიძე, მაია შველიძე და მარინე ჯვარიძე.

კვირეულის მეოთხე და მეხუთე დღეს მე-3 და მე-4 კლასის მოსწავლეებმა სცენაზე გააცოცხლეს იაკობ გოგებაშვილის მოთხრობების გმირები: ,,ვანო და ჩიტი“, „ერთობის ძალა“, „იავნანამ რა ჰქმნა? “, „ცრუ“, „ერეკლე მეფე და ინგილო ქალი“, „სირცხვილი აიცილა“, „მოხუცი და ნამყენი“, „ყმაწვილები ჭალაში“, „იაკობი და ბავშვები“ და სხვ.    

კვირეულის ბოლოს კი, სკოლის დირექტორმა, ინგა ვარდიძემ სახელმწიფო ენისა და დაწყებითი კლასების კათედრის ხელმძღვანელებს, ცირა ბრეგვაძესა და ნინო გელაშვილს და დაწყებითი კლასების მასწავლებლებსა და მოსწავლეებს კვირეულში აქტიური მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა და ქართველი ერისათვის მნიშვნელოვანი დღე მიულოცა:

„იაკობ გოგებაშვილი საუკუნეზე მეტია, რაც თითოეული ქართველისათვის მესამე მშობელივითაა. თითოეული ქართველის აღმზრდელია, პედაგოგია. მისი „დედა ენა“ ჩვენი ცხოვრების აუცილებელი და ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი წიგნია. სანამ საქართველო იარსებებს, იარსებებს იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ და მისი ძვირფასი სახელი“.

იხილეთ ფოტოები 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას

სკოლის დირექტორმა, ნინო ღლონტმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა

სასკოლო საზოგადოების გულთბილმა დახვედრამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება