სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სალიბაურის N2 საჯარო სკოლაში სამართლებრივი კულტურის განვითარების მიზნით გაკვეთილები ჩატარდა
01-11-2018
-
+


სალიბაურის N2 საჯარო სკოლაში, სამართლებრივი კულტურის განვითარების მიზნით, გაკვეთილები ჩატარდა.

ორგანიზაცია HP international-მა საქართველოში აშშ-ს საელჩოს დახმარებითა და თანამშრომლობით პროგრამა „პოლიციის საზოგადოებრივი საქმიანობის ინიციატივა აჭარაში“ (AVPI) განახორციელა. პროგრამის მიზანი იყო მოზარდებს შორის დანაშაულის პრევენცია და ადგილობრივი თემისა და სამართალდამცველი სტრუქტურების თანამშრომლობის გაუმჯობესება.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს მიერ დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში სალიბაურის N2 საჯარო სკოლის IX-X კლასებში 12 გაკვეთილი ჩატარდა.

გაკვეთილები სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა მთვარისა კვირკველიამ და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელმა ნესტან ბერიძემ ჩაატარეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, გაკვეთილები საინტერესო და შემეცნებითი იყო. ჩატარდა აგრეთვე სპორტული ღონისძიებები „მხიარული სტარტების“ სახით. სკოლამ პროგრამის ფარგლებში პროექტი მოიგო და შედეგად ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზის შეკეთება დაფინანსდა.

2018 წლის 29 ოქტომბერს სკოლას აშშ-ს საელჩოს წარმომადგენელი მაიკლ მაკმენი და პროექტის ხელმძღვანელები სტუმრობდნენ.

მაიკლ მაკმენი პირადად შეხვდა, გაესაუბრა და სამკერდე ნიშანი გადასცა სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ელისო ხოზრევანიძეს, რომელიც ორგანიზაცია PH international-ის პროგრამის ფარგლებში ჩატარებულ კონფერენციაში - „ქალები პოლიციაში“ მონაწილეობდა.

პროექტის ხელმძღვანელებმა კმაყოფილება გამოხატეს შესრულებული აქტივობების გამო. მათ დაათვალიერეს ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზი,  გაეცნენ ჩატარებულ სამუშაოებს,  მოსწავლეებს გაესაუბრნენ.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მესამე შანსი ორჯერ ჩაჭრილი აბიტურიენტებისთვის - NAEC ხელახალ რეგისტრაციას აცხადებს

წამყვანი და მენტორი მასწავლებელის ახალი პასუხისმგებლობები და კომპეტენციები

ელექტრონულ ჟურნალში მოსწავლეთა მონაცემები 75 წლამდე შეინახება - ვის აქვს მონაცემებზე წვდომა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება