სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N103 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მთაწმინდის პანთეონში ღონისძიება - „მადლობა შენდა, დიდო იაკობ!“ ჩაატარეს
31-10-2018
-
+


თბილისის N103 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის დაბადების 178-ე წლისთავი აღნიშნეს.

მე-4 კლასის მოსწავლეები, პედაგოგ ლალი თეთრაძის ხელმძღვანელობით, ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონს ესტუმრნენ და ღონისძიება - „მადლობა შენდა, დიდო იაკობ!“ ჩაატარეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს და მისი საფლავი ყვავილებით და გვირგვინით შეამკეს. სკოლის აღსაზრდელებმა ასევე მამადავითი მოილოცეს.

მეორე დღეს კი მოსწავლეებმა კლასში შთაბეჭდილებების პრეზენტაცია-გამოფენა მოაწყვეს. 
კლასის ხელმძღვანელმა კი აქტიური მონაწილეობისათვის ყველა მოსწავლეს სამახსოვრო სიგელები გადასცა.

27 ოქტომბერს იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 178 წელი გავიდა. საქართველოში მეცნიერული მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი 1840 წლის 15 ოქტომბერს სოფელ ვარიანში დაიბადა.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება