სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ახალსოფლის საჯარო სკოლაში იაკობ გოგებაშვილის დაბადების 178-ე წლისთავთან დაკავშირებით ღია გაკვეთილი ჩატარდა
31-10-2018
-
+


ტყიბულის, ახალსოფლის საჯარო სკოლაში I - II – III კლასებში პედაგოგმა, ლია პატარიძემ იაკობ გოგებაშვილის დაბადების 178-ე წლისთავთან დაკავშირებით ღია გაკვეთილი ჩაატარა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მასწავლებელმა გაკვეთილის დასაწყისში ისაუბრა იმ დიდ ღვაწლზე, რაც იაკობ გოგებაშვილს, როგორც პედაგოგსა და დედა ენის ავტორს, საქართველოში პედაგოგიკის ფუძემდებელს, პუბლიცისტსა და საზოგადო მოღვაწეს სამშობლოს წინაშე მიუძღვის.

გაკვეთილი წარიმართა ვიდეო მასალის ჩვენებით, საკლასო ოთახი თემატურად იყო მორთული, ასევე აღჭურვილი იყო საჭირო რესურსებით. მოსწავლეებმა წარმოთქვეს ლექსები, წაიკითხეს მოთხრობები და შექმნეს საყვარელი პერსონაჟების ილუსტრაციები. ბოლოს კი სიმღერები შეასრულეს. 

ღია გაკვეთილის ბოლოს სკოლის დირექტორმა, ინგა ცირეკიძემ მადლობა გადაუხადა მოსწავლეებსა და მასწავლებელს აქტიურობისა და შემოქმედებითი უნარების წარმოჩენისთვის.

27 ოქტომბერს იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 178 წელი გავიდა. საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი 1840 წლის 15 ოქტომბერს სოფელ ვარიანში დაიბადა.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას

სკოლის დირექტორმა, ნინო ღლონტმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა

სასკოლო საზოგადოების გულთბილმა დახვედრამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება