განთიადის საჯარო სკოლის ფეხბურთის გუნდმა სასკოლო ოლიმპიადაში I ადგილი დაიკავა
დმანისის, განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ფეხბურთის გუნდმა სასკოლო ოლიმპიადაში I ადგილი დაიკავა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. სასკოლო ოლიმპადა სოფელ განთიადში არსებულ სპორტულ ბაზაზე გაიმართა. მოსწავლეები თასით დაჯილდოვდნენ.
სკოლა აღსაზრდელებს გამარჯვებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს.
იხილეთ ფოტოები