სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ახალციხის N6 საჯარო სკოლაში იმიტირებული არჩევნები გაიმართა
24-10-2018
-
+


ახალციხის N6 საჯარო სკოლაში იმიტირებული არჩევნები გაიმართა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები რეალური კანდიდატების საარეჩევნო პროგრამებს გაეცნენ და ამის მიხედვით გააკეთეს A B C D სუბიექტებს შორის არჩევანი. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტის მთავარი მიზანია მოსწავლეებმა იმიტირებული არჩევნების ჩატარების საფუძველზე გაითავისონ დემოკრატიის მექანიზმები, კონსტიტუციური უფლებები, შეძლონ პრიორიტეტების გამოკვეთა და გონივრული არჩევანის გაკეთება. საარჩევნო კომისიის წევრთა როლების გათამაშებისა და მიღებული შედეგების ანალიზის საფუძველზე აიმაღლონ საარჩევნო კულტურა.

სკოლის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ პროექტში მონაწილეობის შედეგად მოსწავლე შეძლებს საარჩევნო პროგრამების გაცნობას და პრიორიტეტების გამოკვეთას, არჩევანის საარჩევნო პროგრამების საფუძველზე გაკეთებას, გაეცნობა დემოკრატიული არჩევნების პროცესს, არჩევნების პროცედურებს.

პროექტში 6-დან 17 წლამდე ასაკის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ მიეწოდათ ანონიმური საარჩევნო სუბიექტების პროგრმები, რომლებიც რეალური სარჩევნო სუბიექტების პროგრამის საფუძველზე იყო ადაპტირებული და დაშიფრული, რათა არ მომხდარიყო სუბიექტების იდენტიფიცირება.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში კონფლიქტების, ბულინგისა და დისციპლინური გამოწვევების პრევენციისთვის ახალი პროგრამა ინერგება

მოზარდი, რომელმაც თბილისში ერთი ადამიანი დაჭრა, დაკავებულია - დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

უფასოდ პედაგოგები, პენსიონერები და სხვა რისკჯგუფებს მიკუთვნებული მოქალაქეები აიცრებიან

პიროვნება
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ჩაბაიძე პასუხობს
 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის დირექტორი ნვარდ სოგოიანი პასუხობს

სკოლები
პედაგოგები, საზეიმო ღონისძიებაზე წარმატებული და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისათვის სპეციალური სიგელებით დაჯილდოვდნენ.
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება