სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დაბა სურამის N4 საჯარო სკოლის მოსწავლე ფრანგულენოვანი ესეების კონკურსში წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა
23-10-2018
-
+


ხაშურის, ქრისტეფორე III-ის სახელობის დაბა სურამის N4 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ნინო მეხრიშვილი ფრანგულენოვანი ესეების კონკურსის - „ადამიანი და კანონი“ საუკეთესო ათეულში მოხვდა. 

სკოლის აღსაზრდელი კონკურსში წარმატებით მონაწილეობისთვის სერტიფიკატით დაჯილდოვდა.

ფრანგულენოვანი ესეების კონკურსის მონაწილეთა საზეიმო დაჯილდოება ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის №23 საჯარო სკოლაში ჩატარდა.

ღონისძიება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ფრანგული ენის ინსტიტუტის მხარდაჭერით გაიმართა. კონკურსში შვიდი სკოლის 18 მოსწავლე მონაწილეობდა. ღონისძიებას საფრანგეთის ელჩი საქართველოში პასკალ მენიე და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

იუსტიციის მინისტრმა ესეს ავტორები და მათი მასწავლებლები ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში ორდღიანი სასწავლო ვიზიტით მიიწვია. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიებაზე არაერთგზის  გაესვა ხაზი ფრანგული ენის მნიშვნელობას და მოწვეულმა სტუმრებმა პირად გამოსვლებში სურამი აღნიშნეს, როგორც ფრანგული ენის სწავლების აქტიური და უძველესი ცენტრი. 

ესეების კონკურსი იუსტიციის სამინისტროს, განათლების, მეცნიერების, კულტურისადა სპორტის სამინისტროს და საფრანგეთის საელჩოს მხარდაჭერით „ფრანკოფონია 2018“-ის ფარგლებში ჩატარდა.

კონკურსის ფარგლებში მოსწავლეებმა ფრანგულ ენაზე შექმნეს ესეები საქართველოსა და საფრანგეთში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების, ადამიანისა და კანონის ურთიერთმიმართების თემებზე. კონკურსში მონაწილეობა შეეძლოთ საჯარო და კერძო სკოლების IX, X, XI და XII კლასების მოსწავლეებს. 

ესეების კონკურსის − „ადამიანი და კანონი“, „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება  საქართველოსა და საფრანგეთში“ − მიზანი იყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება სამართლებრივ და სამოქალაქო საკითხებზე; ფრანგული ენის პოპულარიზაცია და საფრანგეთის, როგორც ქვეყნის, სამართლებრივ კონტექსტში გაცნობა. 

ნინო მეხრიშვილი ფრანგული ენის პედაგოგ თამარ კურტანიძესთან ერთად ყვარელში სასწავლო ვიზიტით უკვე იმყოფებოდა. მოსწავლემ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ დამატებითი ცოდნა მიიღო და იუსტიციის სამინისტროს „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ კიბერბულინგის საწინააღმდეგო ტრენინგს დაესწრო.

იხილეთ ფოტო

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„საშუალო მაჩვენებელი გამოითვლება, გააჩნია, რამდენსაათიანი დატვირთვა აქვს პედაგოგს“

განახლებული წესები და მოთხოვნები მასწავლებლებისთვის - საშინაო დავალებები ელჟურნალში უნდა აიტვირთოს

ლექტორების ხელფასი დამოკიდებული იქნება საათებისა და სტუდენტების რაოდენობაზე - „10 ლარიანი ანაზღაურება ერთ წელიწადში ვერ მიიღწევა“

„მოიმატებს ყველა ადამიანის ხელფასი, რომელიც საჯარო სკოლაშია დასაქმებული“...

კავკასიის უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს 

პიროვნება
სკოლები

მაჭატიის საჯარო სკოლის ხელმძღვანელი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს როგორი უნდა იყოს კარგი გაკვეთილი

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება