სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბაზალეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ევროპის მემკვიდრეობის დღეები აღნიშნეს
19-10-2018
-
+


29-30 სექტემბერს საქართველოში ევროპის მემკვიდრეობის დღეები აღინიშნა. 

ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის მიერ გამართულ ღონისძიებაზე „კულტურული  მემკვიდრეობის ევროპული წელი-გაზიარების ხელოვნება“, ხარაგაულის ბაზალეთის საჯარო სკოლა რუმინეთის ქვეყანას წარმოადგენდა. 

პრეზენტაციაზე მოსწავლეებმა ისაუბრეს რუმინეთის, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნის შესახებ და რუმინეთისა და საქართველოს დიდ გულშემატკივარსა და მეგობარზე ზაირა სამხარაძეზე. 

ცნობილმა საზოგადო მოღვაწემ, პოეტმა, ლექსიკოგრაფმა და პუბლიცისტმა ზაირა სამხარაძემ ბევრი რამ გააკეთა ქართულ-რუმინული ურთიერთობებისათვის. მან ევროპას გააცნო საქართველოს ისტორია, ლიტერატურა და პირიქით, რუმინეთის თემაც ახლოს მოიტანა ქართულ ცნობიერებაში. 

ზაირა სამხარაძე მეუღლესთან ალექსანდრე (ანდი) კალჩუსთან ერთად ადგენდა ლექსიკონებს, საქართველოს თემაზე გამოდიოდა რადიოსა და ტელევიზიაში. 

პრეზენტაციაზე მოსწავლეები რუმინეთის დროშის ფერებში იყვნენ გამოწყობილნი. 

„მათ რუმინეთის კუთხე წარმოადგინეს საინტერესო სტენდითა და რუმინული ტრადიციული ნაკეთობებით. რუმინეთის გარდა იყო ღონისძიებაზე რუმინეთის გარდა წარმოდგენილი იყო დიდი ბრიტანეთი, იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი და ძველი საბერძნეთი. თითოეული სკოლის პრეზენტაცია იყო ძალიან საინტერესო და ინფორმაციულად დატვირთული“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

იხილეთ ფოტოები 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას

სკოლის დირექტორმა, ნინო ღლონტმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა

სასკოლო საზოგადოების გულთბილმა დახვედრამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება