სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

რუსთავის N12 საჯარო სკოლაში ახალგაზრდა აღმომჩენთა კლუბი აქტიურად მუშაობს
16-10-2018
-
+


რუსთავის N12 საჯარო სკოლაში ახალგაზრდა აღმომჩენთა კლუბი „მწვანე დედამიწა“ აქტიურად მუშაობს. 

კლუბი სკოლაში 2013 წელს ჩამოყალიბდა. 

კლუბის მუშაობა ემყარება საბუნებისმეტყველო დისციპლინების ხალისით სწავლას, რადგანაც ეს საგნები სასკოლო დისციპლინებს შორის, მოსწავლეებისათვის რთული გასაგებია. 

კლუბის წევრები ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დილის გადაცემაში იმყოფებოდნენ, სადაც მოსწავლეებმა აჩვენეს სახალისო ექსპერიმენტები და ისაუბრეს სამეცნიერო პიკნიკზე.

კლუბი ყოველწლიურად ადგენს თავის სამუშაო გეგმას, რომელიც ყოველ ახალ სასწავლო წელს იწყება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული „სამეცნიერო პიკნიკით“, რომლის დევიზია -  „მეცნიერება სახალისოა“.

კლუბის წევრებმა სამეცნიერო პიკნიკისთვის სამზადისი დაიწყეს გასული სასწავლო წლის ბოლოს.

ღონისძიებაში უფროსკლასელებთან ერთად უმცროსკლასელებიც მონაწილეობდნენ. 

კლუბის სხდომაზე შეირჩა აქტივობები, ექსპერიმენტები ორივე ჯგუფისთვის, მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს ექსპერიმენტების ჩასატარებლად საჭირო უსაფრთხოების წესები, ჩაატარეს ექსპერიმენტები. 

ვაკის პარკში ორგანიზებულ სამეცნიერო პიკნიკში კლუბმა უკვე მეხუთედ მიიღო მონაწილეობა.

„დღემ ჩაიარა ძალიან საინტერესოდ, ჩვენს კარავთან თავს იყრიდნენ ვიზიტორები, მოსწავლეები მათ უხსნიდნენ ექსპერიმენტების არსს, ასევე ვიზიტორებსაც ეძლეოდათ შესაძლებლობა თვითონაც ჩაეტარებინათ ჩვენ მიერ შეთავაზებული ექსპერიმენტები. სამეცნიერო პიკნიკი განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა პატარებისათვის, რომლებიც ემოციებით დატვირთულები თავიანთ თანატოლებს უზიარებდნენ შთაბეჭდილებებს“, - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

იხილეთ ფოტოები 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სასკოლო ფორმას სხვას ვერ შეაკერინებთ - „მშობელი ვალდებულია სახელმწიფოსგან იყიდოს“

უქმდება სტუდენტთა სწავლის დაფინანსების პროგრამა - ეხებათ თუ არა ცვლილება მოქმედ სტუდენტებს

სპეცმასწავლებლებლების საყურადღებოდ - მთავარი ცვლილებები სტანდარტსა და კადრების გადამზადებას შეეხება

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი მუსიკალური, ლიტერატურული და შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს

სკოლის ადმინისტრაციამ წარჩინებულ ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება