| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მეორე სვირის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები სახალისო მეცნიერებათა მუზეუმში „ექსპერიმენტორიუმში“ იმყოფებოდნენ.
ექსკურსიას ორგანიზება ბუნებისმეტყველების კათედრამ გაუწია.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ექსკურსია მიზნად ისახავდა მოსწავლეებში ფიზიკა- ქიმიის საგნების მიმართ მოტივაციის ამაღლებასა და ინტერესის გაღვივებას.
„ვფიქრობ მოლოდინი გამართლდა. რადგან მათ შესაძლებლობა ქონდათ თვითონ შეხებოდნენ, გამოეცადათ და მონაწილეობა მიეღოთ ფიზიკისა და ქიმიის ექსპერიმენტებში. ვნახეთ უამრავი ექსპონატი, რომლებიც ინტერაქტიული, შემეცნებითი ხასიათის იყო.
მოსწავლეებმა დაინახეს რომ მეცნიერება სულაც არ არის მოსაწყენი და იქნებ ეს ყველაფერი იმის საფუძველი გახდეს, რომ თვითონ აღმოაჩინონ ახალი კანონი. მოსწავლეებმა მუზეუმში ნახეს თუ როგორ შეიძლება გაიზომოს ყვირილის ძალა, როგორ შეიძლება დაჯდე ლურსმებიან სკამზე, აწიო მეგობარი ჰაერში, ხელით დაიჭირო ელვა, დახატო ქვიშაზე, დასაკრავი ინსტრუმენტის საშუალებით თავი იგრძნო როკ-ვარსკვლავად და უამრავი სხვა. ვიმედოვნებ, რომ ასეთი ღონისძიებებით სასწავლო პროცესს ფიზიკა-ქიმიის საგნებში უფრო პროდუქტიულს და შემოქმედებით გავხდით, რადგან იგი ხელს შეუწყობს მოსწავლეებში შეძენილი ცოდნის სინთეზსა და ანალიზს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება