სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ცხემლისხიდის საჯარო სკოლის მოსწავლემ კონკურსში გაიმარჯვა
12-10-2018
-
+


ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლებისა და გენდერულ საკითხთა განყოფილების და სამუზეუმო გაერთიანების ორგანიზებით გამოცხადებულ პროექტში „მე ვიცი ჩემი ქალაქის ისტორია“ ცხემლისხიდის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე გიგა ჭაღალიძემ გაიმარჯვა. 

მოსწავლის შესახებ ცხემლისხიდის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელმა, ნინო ჯაველიძემ etaloni.ge-ს წერილი გამოუგზავნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: 

„გიგა ხუთი წლის წინათ ჩამოვიდა კახეთიდან, გურიის სიყვარულმა მიაღებინა კონკურში მონაწილეობა.  მან ბევრი წაიკითხა, ბევრიც მოიძია ოზურგეთის ისტორიის შესახებ და ამტკიცებს რომ ბევრი რამ გამოსაკვლევი არისო. მას გადაწყვეტილი აქვს ოზურგეთი ფეხით შემოიაროს, ჩაერთოს გურიანთაში არქეოლოგებთან მუშაობაში და საინტერესო ფაქტები მოიძიოს, რომელიც ეხლა მიმდინარეობს. 

გიგა მადლობას უხდის პროექტის ავტორს და ხელმძღვანელობას, რომლებმაც ეს პროექტი შეიმუშავეს. გიგამ პროექტის ფარგლებში მოიძია და დაამუშავა შეუდარებელი „კრიმანჭულის“ ისტორია. კრიმანჭული მართლაც გვირგვინია ადამიანის მუსიკალურ ხმათა და ამის გამო შეერქვა მსოფლიოს „მერვე საოცრება“. 

გიგი ახლა ალეგრობის დღესასწაულისათვის ემზადება. სიკეთე გადამდებია, გვასწავლის ჩვენი სკოლის დირექტორი ლალი სიჭინავა, სიყვარულიც გადამდებია ასე გვეუბნება კლასის დამრიგებელი მანანა სკამკოჩაიშვილი, სიხარულიც და წარმატებაც გადამდებია ამბობს ნატო მასწავლებელი. 

გიგას წინსვლითა და წარმატებით მართლაც გახარებულები ვართ და ვამაყობთ მისით. გვახსენდება გრიგოლ ორბელიანის სადღეგრძელოდან ადგილი: „მიეცით ნიჭსა გზა ფართო, თაყვანისცემა ღირსებას, ნიჭს აძლევს ზენა მხოლოდ კაცს და არა გვარიშვილობას“. 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სასკოლო ფორმას სხვას ვერ შეაკერინებთ - „მშობელი ვალდებულია სახელმწიფოსგან იყიდოს“

უქმდება სტუდენტთა სწავლის დაფინანსების პროგრამა - ეხებათ თუ არა ცვლილება მოქმედ სტუდენტებს

სპეცმასწავლებლებლების საყურადღებოდ - მთავარი ცვლილებები სტანდარტსა და კადრების გადამზადებას შეეხება

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი მუსიკალური, ლიტერატურული და შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს

სკოლის ადმინისტრაციამ წარჩინებულ ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება