სიახლეები
სკოლები

თბილისის N72 საჯარო სკოლაში მასწავლებლის დღე განსაკუთრებულად აღნიშნეს
12-10-2018
-
+


მასწავლებლის დღე და ღვაწლმოსილი პედაგოგის, ლუდმილა ურეკაძის გაცილება თბილისის 72-ე საჯარო სკოლაში საზეიმოდ აღნიშნეს. 

სკოლის დირექტორის, მანანა კიკაჩეიშვილის თაოსნობით, მოწვეულმა სტუმრებმა და მომღერლებმა: ლაშა ღლონტმა, გურამ ქავთარაძემ და ირაკლი შეწირულმა, პედაგოგებს კიდევ ერთი სასიამოვნო საღამო აჩუქეს.  

როგორც სკოლის დირექციის წარმომადგენელი აცხადებს, მომღერალმა ლაშა ღლონტმა, დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, შეძლო და სკოლას ესტუმრა:

„ამით დააფასა პედაგოგთა შრომა და თავისი სიმღერებით მასწავლებლებს საღამო გაულამაზა“. - აღნიშნავს წარმომადგენელი. 

სკოლის მასწავლებლებმა მათ მიერ დადგმული სპექტაკლის - „ბერნარდა ალბას სახლის“ ფრაგმენტები წარმოადგინეს, ლაშა ღლონტთან ერთად კი არაჩვეულებრივი ქართული სიმღერები ცოცხლად შეასრულეს. 

სკოლამ ღვაწლმოსილი პედაგოგ ლუდმილა ურეკაძესთან და მის ყოფილ მოსწავლეებთან ინტერვიუც ჩაწერა. ინტერვიუში პედაგოგი სკოლაში მისი 45 წლიანი მოღვაწეობის შესახებ საუბრობს და ცხოვრებიდან ძვირფას პერიოდს იგონებს. აღსანიშნავია, რომ ქალბატონი ლუდმილას აღზრდილები დღემდე მთელი მსოფლიოდან უკავშირდებიან და მის მიმართ მადლიერებას გამოხატავენ.

სკოლის დირექციის განცხადებით, მასწავლებლობა დღეს სწორედ რომ ერისკაცობა და გმირობაა, მით უფრო საქართველოში, სადაც ახალმა თაობებმა ღირსეული მომავალი უნდა შექმნან. სწორედ ამიტომ, 72-ე საჯარო სკოლაში მთავარი ფიგურა ბავშვია. ხშირად იგეგმება და ტარდება მოსწავლესა და მის საჭიროებებზე ორიენტირებული პროექტები, ღონისძიებები, კონკურსები... შედეგად, სკოლა მადლიერების წერილებსაც იღებს. ერთ-ერთი წერილი შარშანდელ კურსდამთავრებულს, თიკო ჯოხაძეს ეკუთვნის, რომელმაც სკოლა საოცრად თბილი, გულწრფელი და სიყვარულით სავსე სიტყვებით დაახასიათა:

„საბედნიეროდ, შევიცვალე სკოლა და უთბილეს გარემოსა და საუკეთესო ხალხის გარემოცვაში მოვხვდი. ჩემს უსაყვარლეს სკოლაში თავი ცუდად არასოდეს მიგვრძნია. არ ვიცი ეს როგორ მოხდა. ყველაფერი იმის დამსახურებაა, რომ საუკეთესო კლასსა და საუკეთესო მასწავლებლების ხელში მოვხვდი. ერთი წელი გავატარე ამ სკოლაში, მაგრამ ამ მოკლე ხანში დიდი სიყვარული ვისწავლე: მასწავლებლების, სკოლის, კლასელების მიმართ და ეს ყველაფერი იმ გარემოს დამსახურებაა, რომელიც ჩემს სკოლაში იყო. თბილისის 72-ე საჯარო სკოლა არის ადგილი, სადაც ბავშვს შეუძლია ისწავლოს არა მარტო საგნები, არამედ - ადამიანობაც. აქ ყველას უყვარხარ, რადგან მათ იციან სიყვარული. მათში არ არის ბოღმა და სიძულვილი. ისინი მართლაც საუკეთესოები არიან“.

კვლავ მასწავლებლის დღეს და ღვაწლმოსილი პედაგოგის, ლუდმილა ურეკაძის გაცილებას დავუბრუნდეთ, რომელიც სკოლამ საზეიმოდ აღნიშნა. სკოლის დირექტორმა, მანანა კიკაჩეიშვილმა მასწავლებელს დამსახურებული მადლობა გადაუხადა და ის მთელმა კოლექტივმა პენსიაზე ღირსეულად გააცილა.

ქალბატონმა ლუდმილამ აღნიშნულთან დაკავშირებით თავისი აღფრთოვანება ვერ დამალა: 

„ისეთი გაცილება მომიწყვეთ, გაოგნებული ვარ. ერთი 45 კი არა, სამი 45 წელი უნდა მემუშავა, რომ ასეთი დაფასება დამემსახურებინა, ამდენი სითბო და სიყვარული მიმეღო. ასეთი ტრადიცია, ვგონებ, არცერთ სკოლას არა აქვს. დიდი მადლობა ამისათვის“. 

და ბოლოს, საპატიო დაფაზე - „ქედს ვიხრით თქვენი პედაგოგიური ღვაწლის წინაშე“ - გაჩნდა მესამე გვარიც - ლუდმილა ურეკაძე.

საზეიმო ღონისძიებაზე გაიჟღერა მორის ფოცხიშვილის ლექსმა, რომელიც ყველაზე კარგად გამოხატავს იმ სითბოსა და სიყვარულს, რომელსაც ყველა პედაგოგი იმსახურებს:

„მოდის საქართველო, ამაყი, ბრძენი,

რწმენის ცისარტყელა ჩანგივით ჟღერს.

თოვლივით თეთრი, ნათელი, წრფელი,

მასწავლებელი წინამძღვრობს ერს.

თენდება დილა, საიადონო,

ბოლო ეღება ლოდინს.

ქუდი მოიხადეთ, ბატონო ჩემო,

მასწავლებელი მოდის!“.

იხილეთ ფოტოები 

კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

ანაზღაურება 1250 ლარია - მანდატურის სამსახურმა ვაკანსიები გამოაცხადა

დანაშაული სასარგებლო შრომას ან 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

იხილეთ კანდიდიატების სია, რომლებმაც წარმატებიტ ჩააბარეს სამაგისტრო გამოცდა 

ლექსები, რომელებიც პირველკლასელებს შეგიძლიათ ასწავლოთ 15 სექტემბრისთვის

რეგისტრაცია 1-ელი სექტემბრიდან იწყება - დეტალები

პიროვნება

„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...

„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...

„როცა მასწავლებელი ხედავს, რომ მისი ხმა ისმის - ის ხდება მოტივირებული“ -  შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი 

„არ შეგეშინდეთ შეცდომების“ - ახალბედა პედაგოგებს შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი, თეონა მეფარიშვილი მიმართავს

„სკოლაში უნდა შეიქმნას გარემო, სადაც სწავლა იწყება სითბოთი, არა შიშით“ - შუამთის საჯარო სკოლის დირექტორი თეონა მეფარიშვილი- 

სკოლები

 ყარაჯალას საჯარო სკოლის მოსწავლემ შემოქმედებით კონკურსში გაიმარჯვა

სკოლის ადმინისტრაცია, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები გულითადად ულოცავენ ქალბატონ ციალას ფილოლოგიის დოქტორის ხარისხს და უსურვებენ შემდგომ წარმატებებს

ხიხანის საჯარო სკოლა ამაყობს კურსდამთავრებულებით და წარმატებულ სტუდენტობას უსურვებს მათ

„ვამაყობთ თქვენი წარმატებით“, - სიღნაღის საჯარო სკოლა თავის კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავს

საინტერესო

სწავლების უჩვეულო მეთოდები - როგორ აქციოთ გაკვეთილი სახალისოდ, გაზარდოთ მოსწავლეთა ჩართულობა და ინტერესი 

განვითარებული კოგნიტური შესაძლებლობები, ემოციური არასტაბილურობა - მეცნიერებმა გაარკვიეს, როგორია მკარი დედების გავლენა ბავშვებზე 

სიახლეები
საზოგადოება