სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N36 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „თბილისობა“ აღნიშნეს
11-10-2018
-
+


თბილისის N36 საჯარო სკოლის მესამე და მეხუთე კლასში World Vision-ის ცენტრის ბავშვები სწავლობენ. 

მათ სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის (CSDC) ორგანიზებით, თანაკლასელებთან ერთად, თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებული ღონისძიების დეტალები დაგეგმეს. 

მოსწავლეებმა შექმნეს საგამოფენო ნამუშევრები: თბილისური სახლები, მინიატურული ჩურჩხელები, დაამზადეს მოსაწვევები, რომლებიც სკოლის პედაგოგებს და მშობლებს გადასცეს. 

ცენტრის ბავშვებმა თანაკლასელებთან ერთად სკოლის კედლები შემოდგომის ფოთლებითა და ბუშტებით მორთეს, ერთად შექმნეს პლაკატი, რომლითაც სკოლის სხვა ბავშვებს და პედაგოგებს თბილისობა მიულოცეს, ხილის კალათი გააკეთეს, შემოდგომის ფოთლებით გვირგვინები დაამზადეს.

მათ თანაკლასელებმა ერთად შეარჩიეს და  მოამზადეს სიმღერები და ლექსები, რომლებითაც  დამსწრე საზოგადოების წინაშე წარსდგნენ. 

„აღნიშნული აქტივობის მზადება-წარდგენისას მუშაობა იყო გუნდური და ყველა მოსწავლე თავს  თანასწორად გრძნობდა. ბავშვებს საშუალება მიეცათ უკეთ დაენახათ, შეეფასებინათ და დაეფასებინათ ერთმანეთის ნიჭი და შესაძლებლობები“, - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

ტრანზიტული საგანმანათლებლო პროგრამა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ხორციელდება.

იხილეთ ფოტოები 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სასკოლო ფორმას სხვას ვერ შეაკერინებთ - „მშობელი ვალდებულია სახელმწიფოსგან იყიდოს“

უქმდება სტუდენტთა სწავლის დაფინანსების პროგრამა - ეხებათ თუ არა ცვლილება მოქმედ სტუდენტებს

სპეცმასწავლებლებლების საყურადღებოდ - მთავარი ცვლილებები სტანდარტსა და კადრების გადამზადებას შეეხება

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი მუსიკალური, ლიტერატურული და შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს

სკოლის ადმინისტრაციამ წარჩინებულ ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება