| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალში ახლაშენებული სკოლა გაიხსნა.
სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა ბესიკ ამირანაშვილმა, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა ზაქარია ენდელაძემ, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა მეუფე თეოდორემ, ადიგენის მაჟორიტარ დეპუტატთან, ადიგენის საკრებულოს თვჯდომარესთან და რესურს ცენტრის ხელმძღვანელთან ერთად სოფელ არალში ახალაშენებული სკოლა გახსნეს.
არალის ახალი სკოლა 192 მოსწავლეზეა გათვლილი, სადაც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული დარბაზი და ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი მოეწყო. შენობა ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.
სკოლის მშენებლობა სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამშენებლო სამუშაოები კომპანია „Rooms“- მა განახორციელა.
იხილეთ ფოტოები
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სასკოლო ფორმას სხვას ვერ შეაკერინებთ - „მშობელი ვალდებულია სახელმწიფოსგან იყიდოს“
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
გვჯერა, თქვენი ცოდნა კიდევ ბევრ თაობას გაუკაფავს გზას უკეთესი მომავლისკენ