სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჯანმრთელობის 3 პრობლემა, რომელიც ბავშვებს სკოლის გამო ემუქრებათ
09-10-2018
-
+


ხუთი ექვსი საათი მერხთან გაუნძრევლად ჯდომა. მანამდე ზურგით მძიმე ჩანთის ტარება. შესვენებებზე ფუნთუშებითა და შოკოლადებით წახემსება. 

etaloni.ge გიამბობთ ჯანმრთელობის პრობლემებზე, რომლებსაც სკოლის მოსწავლეები აწყდებიან და მათი თავიდან აცილების გზებს გთავაზობთ. 

სქოლიოზი ან ზედმეტად სწორი ზურგი

სკოლის მოსწავლეების ნახევარზე მეტს მთელ მსოფლიოში ხერხემლის ფუნქციონალური ცვლილებები აწუხებს. ფუნქციონალური ცვლილებების გამოსწორება შესაძლებელია, შეუქცევადი კი - 8%-ია. მართალია ერთის მეორისგან გარჩევა და ბავშვის დახმარება, მხოლოდ სპეციალისტს შეუძლია.

ჩვეულებრივ ეს არის - ჰიპერკიფოზი („მრგვალი ზურგი“), ჰიპერლორდოზი (გამოხატული ჩაღრმავება წელის არეში) და “სწორი ზურგი“ (როდესაც ხერხემალი არასაკმარისად იხრება) ყველა ამ პრობლემასთან გამკლავება შესაძლებელია. გამოუსწორებელ ცვლილებას კი იდიოპათიური სქოლიოზი ეკუთვნის, რომელიც გარეგნულად ის გამოიყენება, როგორც მხრების ასიმეტრია.

მიზეზი

მძიმე ზურგჩანთები და არაკომფორტული მერხები, რომელთანაც მოსწავლეები საათობით ზიან. ამასთან, თანამედროვე ბავშვები თითქმის არ ვარჯიშობენ და  სხვადასხვა მოწყობილობებთან დიდი დროს ატარებენ. ამის გამო უმეტესობას ზურგის კუნთები სუსტად აქვთ განვითარებული და მცირე დატვირთვებსაც კი შეუძლია ხერხემლის გამრუდება.

როგორ ამოვიცნოთ

ბავშვი უჩივის ზურგის ტკივილებს, ზოგჯერ მხრისა და მკლავის ტკივილს. შესაძლოა გაჩნდეს თავის ტკივილები. ბავშვს უჭირს ზურგის სწორად დაჭერა და ასევე ის თავს მუდმივად დაღლილად გრძნობს.

როგორ ავიცილოთ თავიდან

სწორად შეარჩიეთ ზურგჩანთა. ცარელა ურგჩანთა 700 გრამზე მეტი არ უნდა იყოს, სრულად გავსების შემთხვევაში მისი წონა ბავშვის წონის 10-15% არ უნდა აღემატებოდეს. ჩანთის ზურგი უნდა იყოს- მყარი შიდა კარკასით, ღვედი - ფართო და რბილი, სიგრძე რეგულირებადი.

 მოსწავლემ ზურგჩანთა აუცილებლად უნდა ატაროს ორევე ღვედით, ამასთან ჩანთის ზურგი ბავშვის ზურგს მჭიდროდ უნდა მიებჯინოს. ჩანთაში ნივთების მოწესრიგება ასევე მნიშვნელოვანია. ასწავლეთ სკოლის მოსწავლეს ზურგჩანთაში, ნივთების სწორად ჩალაგება, რომ სწორად გადაანაწილოთ წონა.

დადგით ავეჯი, რომელიც ბავშვს სიმაღლით მიესადაგება. სახლისთვის უკეთესია შეარჩიოთ „ზრდადი“ მაგიდა და სკამი და დროსთან ერთად მისი სიმაღლე არეგულიროთ. მაგიდის ზედაპირის დახრის კუთხე უნდა იყოს 15 გრადუსი. ეს საშუალებას აძლევს ბავშვს თავი პირდაპირ ეჭიროს და ხერხემლის კისრის განყოფილების განტვირთვას ახდენს.

დადგით კარგი მონიტორი. ბავშვები კომპიუტერთან დიდი დროს ატარებენ, მათ შორის მეცადინეობისას. ნიუთბუკთან ბავშვი მოხრილი ზის, ბევრ ძველ მონიტორს კი დახრის დონე არ ურეგულირდება.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

გასაჩივრებით ქულა მოემატა 921 ნაშრომს და დააკლდა 7-ს - აბიტურიენტთა საპრეტენზიო განაცხადების განხილვის შედეგები

როდის გამოქვეყნდება ჩარიცხვების შესახებ ინფორმაცია და აბიტურიენტების სია

რომელი ვარიანტები გამოცხადდა რთულად - განათბრებული ქულების ცხრილი ცნობილია

გამოსაცდელს შეუძლია გაასაჩივროს როგორც ერთი, ისე რამდენიმე დავალება

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
ინოვაციურ და მომავალზე ორიენტირებულ კლუბს თავად სკოლის დირექტორი - ლიკა სანებლიძე უხელმძღვანელებს
 
როდესაც სკოლის მთავარი ღირებულება მუდმივი განვითარებაა, წარმატება ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი ხდება
 
სკოლა „ანაბასისში“ პროფესიონალიზმის მიღმა უდიდესი სიყვარული, ზრუნვა და ადამიანობა დგას
 
სკოლისა და ოჯახის ერთობით იქმნება ჩვენი შვილების საუკეთესო მოგონებები და ნათელი მომავალი
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება