სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საყუნეთის საჯარო სკოლის პედაგოგებს პროფესიული დღე ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა მიულოცა
09-10-2018
-
+


საყუნეთის საჯარო სკოლის პედაგოგებს მასწავლებლის საერთაშორისო დღე ახალციხის    საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ხათუნა ხმალაძემ მიულოცა.

რესურსცენტრის უფროსი სკოლას ეწვია და მასწავლებლებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა. 

იგი ასევე სპორტის ფარგლებში დაგეგმილ თავისუფალ გაკვეთილს დაესწრო, აქტივობა დადებითად შეაფასა და მოსწავლეებთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღო.

ხათუნა ხმალაძემ, ასევე წარმატება მიულოცა პედაგოგებს, რომელთაც წელს სტატუსი აიმაღლეს.

„მისი უშუალო, თბილი დამოკიდებულება პედაგოგებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ. განსაკუთრებით დამწყებ მასწავლებელს, ლელა გელაშვილს მიულოცა პროფესიული დღე. მან გაიზიარა პედაგოგიური კოლექტივის დიდი სიხარული - წელს ხუთმა პედაგოგმა შეიცვალა სტატუსი. თითოეული მასწავლებელი მადლიერია სიმბოლური საჩუქრებისა და ყურადღებისათვის. პედკოლექტივი ხათუნა ხმალაძეს დიდ მადლობას უხდის“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება