სიახლეები
ყველაზე პოპულარული
რჩევები

ჰიპერაქტიული ბავშვის 5 სიმპტომი: როდის უნდა მივმართოთ ექიმს
09-10-2018
-
+


პირველი სიმპტომები ჰიპერაქტიულ ბავშვებში ორიდან-სამ წლამდე ასაკში ვლინდება. ექიმთან მისვლას კი მშობლები არ ჩქარობენ, ფიქრობენ - გადაუვლის. სპეციალისტთან მისვლა სკოლის ასაკამდე იწელება, რაც ყველაზე ხშირი შეცდომაა.

ჯერ კიდევ 60 წლის წინ ჰიპერაქტიულობას თავის ტვინის ფუნქციის განვითარების პათოლოგიას მიაწერდნენ. 80-იან წლებში მას ეწოდა „ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომი“(Attention Deficit Hyperactivity Disorder - ADHD) - განვითარების ნევროლოგიურ-ქცევითი აშლილობა, რომელიც ბავშვობის ასაკში იჩენს თავს. 

გთავაზობთ ბავშვის ჰიპერაქტიულობის ყველაზე გავრცელებულ სიმპტომებს.

მოუსვენრობა


ჰიპერაქტიულ ბავშვებს ერთ ადგილზე ვერ დასვამთ. ყველგან დარბიან და ხტუნაობენ. ისინი ყოველთვის ყურადღებისა და მოვლენების ცენტრში არიან. მათ „ამშვენებთ“ იარები, ნაკაწრები და კოპები. წუთითაც არ ჯდებიან და ვერანაირი მულტფილმით ან საინტერესო აქტივობით სკამზე ვერ დააბამთ. მოგვიანებით, სასკოლო ასაკში მოუსვენრობა ცუდ შედეგს იძლევა. ასეთი ბავშვები ცუდად სწავლობენ.

იმპულსურობა

ჰიპერაქტიული ბავშვები ძალიან ემოციურები არიან: ისინი ხშირად ტირიან და ჭირვეულობენ.

ქცევის წესების იგნორირება

მათთვის სოციალური ნორმები არ არსებობს. ამ თემაზე საუბარსაც არ აქვს აზრი. არც სასჯელი იძლევა ეფექტს. პირიქით დასჯის მერე ბავშვი უარესად იქცევა.


ძილის პრობლემები

ჰიპერაქტიულ ბავშვს ცუდად სძინავს. ხანდახან პრობლემები დაბადებიდან იწყება. მაგრამ დანარჩენ ბავშვებს ძილი უსწორდებათ. ჰიპერაქტიული ბავშვი კი ხშირად იღვიძებს, ტრიალებს, შესაძლოა ძილში ლაპარაკობდეს. დაღლილობაც კი არ ეხმარება მას ღრმად ჩაძინებაში.

გონებრივი განვითარების შეფერხება

ეს შესაძლოა იყოს მეტყველების, მეხსიერების და ა.შ პრობლემები. „ერთ ყურში შეუშვებს და მერედან გამოუშვებს“- მათ შესახებ ითქმის. მას საერთოდ არ აინტერესებს მეცნიერება. იგი კითხვას - რატომ? ასჯერ არ სვამს. ხოლო როცა კითხვას სვამს პასუხს ბოლომდე არ ისმენს.

თუ ბავშვს აღნიშნული სიმპტომები შეამჩნიეთ, ბავშვთა ფსიქოთერაპევტთან კონსულტაცია ურიგო არ იქნება. სჯობს, ფსიქოთერაპევტმა ჩათვალოს რომ ზედმეტად ეჭვიანი ხართ, ვიდრე ბავშვის დახმარება დააგვიანოთ.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ

მოსწავლეთა გადაწყვეტილებით მოგებული თანხა დათა სახოკიას დახმარების ფონდში გადაირიცხება

 

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სიხარულით ელოდნენ და მათ გამორჩეული დახვედრაც მოუწყვეს

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება