სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა მოხდება თუ მშობელი სკოლასთან დადებულ ხელშეკრულებას დაარღვევს - დოკუმენტი, რომელმაც დაბნეულობა გამოიწვია
05-10-2018
-
+


სკოლებსა და მშობლებს შორის ხელშეკრულების გაფორმების პროცესი უკვე დაიწყო. აღნიშნულ საკითხზე სოციალურ ქსელში არაერთი სტატუსი დაიწერა, სადაც მშობლები ამბობენ, რომ ამ თემისთვის სრულიად მოუმზადებელი აღმოჩნდნენ...

როგორც etaloni.ge-სთან საუბრისას სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტის ზოგადი განათლების სამმართველოს უფროსი ეკა ხუციშვილი აცხადებს, დირექტორებს შეუძლიათ, მოსწავლის კანონიერ წარმომადგენლებს შესთავაზონ, როგორც სამინისტროს მიერ შემუშავებული ხელშეკრულება, ისე მათ მიერ შექმნილი დოკუმენტი.

ინიციატივა განათლების ყოფილ მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს ეკუთვნოდა და მიზნად მშობლების სასკოლო ცხოვრებაში აქტიურ ჩართულობასა და სკოლისა და მშობლის ურთიერთობის გაუმჯობესებას ისახავდა.

ეკა ხუციშვილის თქმით, ხელშეკრულების ნიმუში უკვე შემუშავებულია სამინისტროში. აღნიშნული დოკუმენტი იქნება ალტერნატივა სკოლებისთვის და გამოყენება სურვილის მიხედვით შეეძლებათ. თუმცა, როგორც სარეკომენდაციო დოკუმენტი, იგი ყველა სკოლას გაეგზავნება.

„რაც შეეხება უკვე დადებულ ხელშეკრულებებს, ეს არის იმ სკოლების ადმინისტრაციის ინიციატივა, ვინაიდან კანონში შევიდა ჩანაწერი და სკოლა ვალდებული გახდა გაეფორმებინა კონტრაქტი მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელთან. ეს იყო თავად სკოლის მიერ შემუშავებული დოკუმენტი“,- განაცხადა ეკა ხუციშვილმა და აღნიშნა, რომ სამინისტროს მიერ ხელშეკრულება სავარაუდოდ გაკონტროლდება.

„დირექტორი იქნება პასუხისმგებელი იმაზე, რომ დოკუმენტი იცავდეს ყველა მხარის უფლებებს და თანხვედრაში იყოს სკოლის შინაგანაწესთან“,- აღნიშნავს ზოგადი განათლების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი და აცხადებს, რომ სამინისტროს მიერ მიღებული ხელშეკრულების დოკუმენტი ყველა მხარის ჩართულობით შემუშავდა.

„დოკუმენტი შემუშავებულია ყველა მხარის თანამონაწილეობით. მის განხილვაში ჩართულნი იყვნენ სკოლის დირექტორები, მშობლებიც, მასწავლებლებიც და გათვალისწინებულია ყველა მხარის ინტერესი და მოსაზრება ამ ნიმუშში. განხილვაში ის მშობლები იყვნენ ჩართულები რომლებიც დირექტორებმა შეარჩიეს“,- განაცხადა ხუციშვილმა. 

ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ დირექტორი მეგი კავთუაშვილი etaloni.ge-სთან ხელშეკრულებასთან დაკავშირებით არსებულ ხარვეზებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ დოკუმენტი სკოლებში ყოველგვარი მომზადების გარეშე შეიტანეს, მასში არც ახალი მექანიზმია ჩადებული, არც მშობლების ჩართულობა ყოფილა და პრაქტიკულად ფიქტიურია. 

„ხელშეკრულების დადებაში ცუდი არაფერია, მაგრამ ეს აბსოლუტურად გაუაზრებლად მოხდა და პრაქტიკულად ფიქტიურია. კონტრაქტის მომზადების პროცესში არ იყვნენ ჩართულნი მშობლები.

იმისთვის რომ დოკუმენტი ეფექტური ყოფილიყო, თითოეულ სკოლას უნდა ჩაეტარებინა მშობლებთან შეხვედრა. ათას ბავშვიანი სკოლიდან 100-150 მშობელიც რომ ყოფილიყო ამ შეხვედრაზე და განეხილათ დოკუმენტი, მშობლებს თავისი აზრი გამოეთქვათ, უკვე ეფექტური იქნებოდა. 

ეს ხელშეკრულება უნდა იყოს ერთად შედგენილი და ძალიან დეტალურად განხილული, რადგან რაზეც ხელს ვაწერთ იმაზე პასუხისმგებლობას და ვალდებულებებს ვიღებთ“, - აცხადებს მეგი კავთუაშვილი და აღნიშნავს, რომ დოკუმენტში რაიმე ტიპის ახალი მექანიზმი არ არის ჩადებული და არც იმაზე უფიქრია ვინმეს რა ხდება იმ შემთხვევაში თუკი მშობელი ხელშეკრულების პირობებს არღვევს.

„ყველაზე მთავარი ის არის, რომ ამ კონტრაქტში რაიმე ტიპის ახალი მექანიზმი არ არის ჩადებული. ეს ყველაფერი ისედაც ასე უნდა ყოფილიყო. კონტრაქტში გაწერილია მაგალითად, ის რომ თუ მშობელს პრეტენზია აქვს დამრიგებელთან ან დირექციასთან მასთან უნდა მივიდეს და ამაში ახალი არაფერია. 

ასევე, ხელშეკრულებაში წერია მშობლისა და მასწავლებლის ურთიერთობების შესახებ, თუმცა იქნებ ჩაგვეწერა ისიც, როგორ უნდა მოიქცეს მასწავლებელი მოსწავლესთან. რა სიტყვებით უნდა მიმართოს და რა სიტყვებით არ უნდა მიმართოს. დედიკო, დედიკოს ძახილით შეუძლია თუ არა პერიოდულად ბულინგის მსხვერპლად აქციოს ბავშვი და ასეთი ფაქტები საკმაოდ ხშირია.

აღსანიშნავია, რომ არ არის მექანიზმი თუ მშობელი არ ასრულებს თავის ვალდებულებას რა ხდება, ამაზე არავის უფიქრია. სკოლა მოსწავლეს ვერაფერს უშვრება, რადგან მისი სკოლიდან გარიცხვა არაკონსტიტუციურია. ამიტომ თუ ჩვენ გვინდოდა თანამშრომლობის მემორანდუმივით გაგვეფორმებინა, ამას სჭირდებოდა პარტნიორული ურთიერთობა და არა ესე დისტანციური დარეკვა, რომ მოდით და პირადობები მოიტანეთ. ამით არ გაიზრდება მშობლების ჩართულობა.

ძალიან ბევრი სკოლის დირექტორი თავადაც ამბობს რომ ეს ხელშეკრულება ფიქტიურია და არავითარი ძალა მას არ ექნება.

ანუ მთელი პრობლემა არის ის, რომ როგორც სისტემა იმართება - მე ვიცი რა გჭირდება შენ. ყველაზე მაღალი ღობე არის სამინისტრო, იმის ქვემოთ რესურსცენტრი, შემდგომ დირექტორი, მასწავლებელი და ყველაზე დაბალი ღობე არის მშობელი, რომელსაც მაშინ მიიყვანენ სკოლაში როცა უნდათ, იმაზე მოაწერინებენ ხელს რაზეც უნდათ“, - გვითხრა ორგანიზაციის „მშობლები განათლებისთვის“ დირექტორმა.

etaloni.ge გთავაზობთ ერთ-ერთი საჯარო სკოლის მიერ მომზადებული ხლეშეკრულების დოკუმენტს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

სიახლეები

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება - 23-24 აპრილის ამინდის პროგნოზს გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს

რა სპეციალობის უნდა იყოთ, სკოლაში ექიმად რომ დაიწყოთ მუშაობა - ჩამონათავლი

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები
მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოება ამოგზაურეს ქართული ენის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში
 
სკოლა აქტიურად შეუერთდა დედამიწის საერთაშორისო დღეს სლოგანით -  „დედამიწა - ჩვენი საერთო სახლია“
მოსწავლეებმა ასევე წაიკითხეს თემატური ლექსები და დაამზადეს დედამიწის მაკეტი
 
მოსწავლეებმა ხოტბა შეასხეს ქართული ენის სიდიადეს
 
სსიპ ლევან ლიპარტელიანის სახელობის დაბა ლენტეხის N1 საჯარო სკოლა
 
საინტერესო

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

„მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ ისინი დატვირთულნი არიან - არა თავად სწავლებით, არამედ მზარდი არაძირითადი ამოცანების შესრულებით“

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება