სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში, ამავე სკოლის დამაარსებლის, იოსებ ოცხელის დაბადებიდან 158-ე წლისთავი აღნიშნეს
04-10-2018
-
+


იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში, ამავე სკოლის დამაარსებლის, იოსებ ოცხელის დაბადებიდან 158-ე წლისთავი აღნიშნეს. 

ტრადიციულად, სკოლის დირექციამ, პედაგოგებმა და მეხუთეკლასელებმა ქუთაისის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში საზოგადო მოღვაწის საფლავი ყვავილებით შეამკეს და ფიცი დადეს, რომ ღირსეულად გააგრძელებენ სკოლის სახელოვან ისტორიას. 

29 სექტემბერს, საზოგადო მოღვაწის, პედაგოგის და ქუთაისის ქართული სათავადაზნაურო გიმნაზიის დამაარსებელის, იოსებ ოცხელის დაბადებიდან 158 წელი გავიდა.

„განუზომელია იოსებ ოცხელის ღვაწლი ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში. მისი თაოსნობით და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თანადგომით 1880 წელს ქუთაისში გაიხსნა პირველი ქართული სკოლა, რაც უთუოდ საშვილთაშვილო საქმე გახლდათ რუსეთის იმპერიის მარწუხებში მოქცეულ საქართველოში. ამ სკოლისათვის საგანგებოდ შეიქმნა ქართულ ენაზე სახელმძღვანელოები. იოსებ ოცხელი გარდაცვალებამდე ედგა სათავეში თავისივე დაარსებულ საგანმანათლებლო კერას“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი

იმდენ ფუნქციურ დანამტს მიიღებთ, რამდენ სკოლაშიც მუშაობთ - სამინისტრო დეტალებზე

მასწავლებლის სახლი მოქმედ პედაგოგებს მედლებს გადასცემს - რეგისტრაცია დაიწყო

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
ლევან ღირსიაშვილმა პედაგოგებს ახალგაზრდა თაობების აღზრდის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა
 

პატარებს სკოლის დირექტორმა, რუბენ ვარდანიანმა კუთვნილი კომპიუტერები საზეიმოდ გადასცა

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს მასში განთავსებულია ტექნოლოგიური ლაბორატორიები

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება