ხარაგაულის N3 საჯარო სკოლაში მასწავლებლები უკვე ღია გაკვეთილებს მართავენ
მიუხედავად იმისა, რომ სწავლა სულ ორი კვირაა რაც დაიწყო, ხარაგაულის N3 საჯარო სკოლაში მასწავლებლები უკვე ღია გაკვეთილებს მართავენ.
კერძოდ, აღნიშნული მეშვიდე კლასში ჩატარდა, სადაც თემა „მუზეუმები“ გახლდათ, მიზანი კი - „ონლაინ ინსტრუმენტების გამოყენება ხელოვნებაში“.
ღია გაკვეთილი პედაგოგმა დალი ლურსმანაშვილმა ჩაატარა.
დირექციის ცნობით, მსგავსი ღონისძიებები გაგრძელდება.
იხილეთ ფოტოები