სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ახალსოფლის საჯარო სკოლაში წარმატებულ მოსწავლეები დააჯილდოვეს
02-10-2018
-
+


ტყიბულის, ახალსოფლის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება აღნიშნეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლაში მისულ პირველკლასელებს პედაგოგები და მიწვეული სტუმრები გულთბილი მილოცვებით, უფროსკლასელები კი სიმღერებითა და ლექსებით დახვდნენ.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გიორგი ლომთაძემ და საკრებულოს წევრმა იზო ნემსაძემ მოსწავლეებს, პედაგოგებს და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს, პირველკლასელებს კი საჩუქრები გადასცეს. 

2018-2019 სასწავლო წელი მიულოცა მოსწავლეებს სკოლის დირექტორმა ინგა ცირეკიძემ და წარმატებული სასწავლო წელი უსურვა. საუბრისას, ქალბატონმა ინგამ ასევე, სკოლის კვალიფიცირებული პედაგოგების შრომა და ღვაწლი აღნიშნა და მათ წარმატებული პედაგოგიური საქმიანობისათვის მადლობა გადაუხადა. 

დირექტორმა პირველკლასელებს ბუკები, 2017-2018 წლის წარმატებულ მოსწავლეებს კი ქების სიგელები გადასცა. 

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება