სიახლეები
ყველაზე პოპულარული
რჩევები, ინტერვიუ

როგორ დავიცვათ ბავშვის თვალები ტელეფონისა და კომპიუტერისგან – ოფთალმოლოგის რეკომენდაციები
27-09-2018
-
+


თანამედროვე ტექნოლოგიებზე – ტელეფონზე, კომპიუტერზე, პლანშეტებზე მიჯაჭვული ადამიანების უმრავლესობას თვალის პრობლემა აღენიშნება. ამ ისედაც სათუთ და მგრძნობიარე ორგანოზე კომპიუტერიდან წამოსული სინათლის სხივები უარყოფითად აისახება და სხვადასხვა დაავადება ჩნდება. მხედველობის პრობლემა განსაკუთრებით ბავშვებში იჩენს თავს.  

ექიმმა-ოფთალმოლოგმა ნინო შარაზადიშვილმა „ეტალონს“ დეტალურად აუხსნა, თუ რა შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის ტექნიკასთან უკონტროლო ყოფნამ და რომელი ასაკის ბავშვმა რა დოზით შეიძლება მოიხმაროს კომპიუტერი თუ ტელეფონი, რომ მათ მხედველობას ზიანი არ მიადგეს.

– ტექნიკის ზემოქმედებით გამოწვეული პრობლემა ყველაზე მცირე რომელ ასაკში გინახავთ?

– 3–4 წლის ასაკში.  ადრეულ ასაკში ხშირად არ უჩივიან მხედველობის გაუარესებას, ვერ ხვდებიან რომ აქვთ მხედველობითი პრობლემები. 5-6 წლის ასაკში უკვე პიკია, ამიტომ საჭიროა დროული გამოვლენის მიზნით ადრეული დიაგნოსტირება/მეთვალყურეობა მინიმუმ წელიწადში ერთხელ.   4-5 წლის ასაკიდან ბავშვები გადაბმულად ატარებენ დროს ტელეფონთან / პლანშეტთან, ამიტომ, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მშობელი დააკვირდეს, ჭუტავს თუ არა ბავშვი თვალებს, უჭირს თუ არა ყურადღების კონცენტრირება კითხვის, ხატვის, წერის დროს. როდესაც არის თვალის პრობლემა, ბავშვებს ეკარგებათ კითხვის ინტერესი, ტელევიზორთან ჯდებიან უფრო ახლოს, საკლასო ოთახში კი ხშირად იცვლიან ადგილს, საგნები მიაქვთ თვალთან ახლოს. ასევე, მშობელმა უნდა გაითვალისწინოს გენეტიკური განწყობა, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. როდესაც მშობლები დატვირთულები არიან გენეტიკურად და აქვთ შორსმხედველობა, ახლომხედველობა ან/და ასტიგმატიზმი, აუცილებლია მხედველობის შემოწმება ადრეულ ასაკში. რაც უფრო ადრე გამოვლინდება პრობლემა, მით უფრო ადვილია მისი მართვა. ასევე შესაძლებელია ბავშვს თანდაყოლილი პათოლოგიაც ჰქონდეს და ამიტომაც ხდება პირველი შემოწმება სამშობიაროშივე. 

– კიდევ რა რეკომენდაციები შეიძლება მივცეთ ბავშვებსა და მათ მშობლებს, რომ თვალების  პრობლემები თავიდან ავიცილიოთ?

– აუცილებლად უნდა იმეცადინონ კარგად განათებულ ოთახში. სინათლე მარცხენა მხრიდან  უნდა ეცემოდეს. აუცილებელია მაგიდასთან გამართული ჯდომა. საკითხავი მანძილი თვალიდან 30–33 სანტიმეტრით უნდა იყოს დაშორებული,  ხოლო კომპიუტერი და ლეპტოპი 40–50 სანტიმეტრით. ნახევარსაათიანი მეცადინეობის შემდეგ, ბავშვმა თვალი უნდა დაასვენოს, დასვენება არ გულისხმობს იმას, რომ წიგნიდან გადაჯდეს კომპიუტერთან ან ტელეფონთან. დასვენება ნიშნავს იმას, რომ გაიხედოს შორ მანძილზე. 

ასევე, მნიშვნელოვანია სწორი კვება, სპორტი და ჰიგიენა. ტექნიკის გამოყენებისას თვალებს არ ვახამხამებთ, რის გამოც თვალი შრება და გვიჩნდება მოსრესვის სურვილი, რასაც შეიძლება დაერთოს ინფექცია.

ერთ-ერთი კვლევის თანახმად  2050 წლისთვის დედამიწის მოსახლეობის თითქმის ნახევარი უკვე ახლომხედველი იქნება. ამავე კვლევის მიხედვით, 2 მილიარდი ადამიანი უკვე დაავადებულია, აღენიშნება რეფრაქციის ეს ანომალია.

– ამბობთ, რომ 5-6 წლის ბავშვმა დღეში მხოლოდ 20-30 წუთი უნდა გაატაროს კომპიუტერთან. არადა, პირველკლასელთათვის გაკვეთილი 45 წუთიანია, რომელიც ბუკის გამოყენებას გულისხმობს და ამ ბუკს ბავშვებს სკოლებშიც ურიგებენ...

– 45 წუთი არ უწევთ ბავშვებს კომპიუტერის ეკრანის ყურება გადამბულად, თვალის დასვენება მაინც ხდება, როცა მათ ესაუბრება პედაგოგი, უყურებენ დაფას და ა.შ 

– დამატენიანებელი წვეთების გამოყენება რა ასაკიდანაა რეკომენდებული?

– სასკოლო ასაკიდან თავისუფლად შეიძლება დამატენიანებელი წვეთების გამოყენება. არსებობს რამოდენიმე სახის დამატენიანებელი წვეთი. უმჯობესია, ისეთი დამატენიანებელი, რომელიც არ შეიცავს კონსერვანტს. ეს წვეთები არ იწვევს შეჩვევას და მისი მოხმარება შეიძლება დღეში ოთხჯერ-ექვსჯერ. აღნიშნული წვეთები ყველასთვის რეკომენდებულია, ვისაც  დიდი მხედველობითი დატვირთვა აქვს ახლო მანძილზე.

– დამცავი სათვალეებიც არსებობს.

– დიახ, მაგრამ თანამედროვე ლეპტოპებში ასეთი დამცავი არის  და ამის საჭიროება ნაკლებად არის, თუმცა თვალის  სიმშრალემ რომ არ შეაწუხოს დამატენიანებელი წვეთები უფრო მნიშვნელოვანია.

– როგორია მონაცემები, რას ყვებიან მშობლები, რომელთა შვილებსაც თვალების პრობლემა აქვთ, რამდენ ხანს ატარებენ ისინი კომპიუტერთან თუ ტელეფონთან?

– სამწუხაროდ დღის განმავლობაში 6-8 საათს ატარებენ ტექნიკასთან. კითხვას ნაკლებ დროს უთმობენ და როგორც წესი, პლანშეტს და ტელეფონს ძირითადად სათამაშოდ  იყენებენ.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლის სახლი დაწყებითი საფეხურის პედაგოგების გადამზადებაზე ინფორმაციას ავრცელებს  

ცვლილება დეკრეტული შვებულების წესში - პედაგოგებისა და საჯარო მოხელეებისთვის რეგულაციები გამკაცრდა

„ისტორიის სამივე ვარიანტი რთულად უნდა გამოცხადდეს... კითხვები იყო ორაზროვანი“... - აბიტურიენტები ტესტირების შესახებ

ყალბი დიპლომი, სკოლების სარეაბილიტაციო  დოკუმენტაციების გაყალბება, ბაღებისთვის უხარისხო პროდუქციის შეძენა... -14 საქმეზე 28 პირი დააკავეს

ისტორიის გამოცდაზე დაგვიანებით შვიდი აბიტურიენტი მივიდა

პიროვნება

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

სიხარულით, შემოქმედებითობითა და ემოციებით დატვირთული დღე შთამბეჭდავად წარიმართა

წირვის დასრულების შემდეგ მაღალყოვლადუსამღვდელოესმა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ გიმნაზიელები დალოცა და მედლები გადასცა
 

ბავშვებმა სხვადასხვა საინტერესო ექსპონატი დაათვალიერეს, თავად ჩაერთნენ ცდებში და არაერთი საინტერესო აღმოჩენაც გააკეთეს

 

 

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება